" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

"მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ, ჩვენ შენით ვამაყობთ, ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება", - წერს თოფურია. 

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო,
აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
აქაც დაიწყო ქოცნაცური დაპირისპირება. დაჭმა და ერთმანეთის მიმართ ღვარძლი ეგრეთწოდებულ გულშემატკივრებში. ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. იმას ვისაც ჰგონია რომ საქართველო გაბრწყინდება, ფსიქიატრიულშია მოსათავსებელი.
დავით 67
18:50 19-01-2025
0
ამას რაა ბრძოლისთვის არ უყურებია ? ათრია იმომარამეგ შენიმასხარა მერაბა
63

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული