გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა.
მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, პირველად, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა
მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.
ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება
იმ მაგამედოვს არ ეკუთვნოდა სატიტულო ბრძოლა და ძალით ტენიდნენ,თუმცა მანქანა დაუპისპირდა და მეორე რაუნდის მერე არაქათი გაცლილი ქონდა. ამითაც მტკიცდება რო უმარი არ იმსახურებდა ამ ბრძოლას.უნდა ვაღიარო,ველოდი რო პირსახოცივთ ათრევდა მერები,თუმცა შოუ მოაწყო და ფაქტობრივად დასცინოდა.იასონასი არ იყოს,ნახევარი ძალით მოუგო და დაამტიცა რო ამ დივიზიონში მისი მომგები ჯერ არავინ არ არის.