"უმარი მოხუცს მეძახდა, მაგრამ..." - რა თქვა დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა.

მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.

უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა
შესაძლებელია.

მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, პირველად, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

alt" ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება" - ილია თოფურია დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

alt"წაგებას არ ვიმსახურებდი, მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები" - უმარ ნურმაგომედოვის პირველი კომენტარი მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეგ ფაფახი მოიხადე არ გიხდება, ისე ჩვენში დარჩეს და მაგარი გოიმი კი ხარ.
გიგა
15:17 19-01-2025
9
გაიხარე! კარგად დაბეგვე!
ირაკლი
13:57 19-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული