
ბრძოლის შემდეგ დოლიძემ მომდევნო მეტოქის შესახებ ისაუბრა. ქართველის თქმით, მას რობერტ უიტეკერთან ან ისრაელ ადესანიასთან ჩხუბი სურს.
"მინდა ჩემს მეტოქეს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მეორე ბრძოლას დათანხმდა. ეს ჩემთვის დიდი ტესტი იყო და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება მოვიპოვე.
ყველას დავანახე, რომ 5 რაუნდის განმავლობაში დაუღალავად ბრძოლა შემიძლია. პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, დღეს უკეთ ვიყავი მომზადებული. ჩემი აზრით, დავიმსახურე, რომ მომდევნო მეტოქე ტოპ 5-დან შემირჩიონ. ორი რეალური კანდიდატია - ან რობერტ უიტეკერი ან ისრაელ ადესანია! საშუალება მომეცით, რომ მათ ვებრძოლო, სხვა არაფერი მსურს. მზად ვარ მომდევნო ბრძოლა 5 დღის შემდეგაც გავმართო, უბრალოდ ცოტა დრო დამჭირდება, რომ წონა ჩავაბარო", - განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, UFC-ში დოლიძე და ვეტორი ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 2023 წლის 18 მარტს იტალიელმა ქართველს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.
დოლიძის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 3 მარცხია.