დოპინგში აშშ პირველია, რუსეთი - მეორე

AutoSharing Option
ორგანიზაციამ, რომელიც ველოსპორტის დოპინგისგან დაცვაზე ზრუნავს (MPCC), გამოაქვეყნა ანგარიში თემაზე - "ყველაზე ხშირად სპორტის რომელ სახეობაში ფიქსირდებოდა დოპინგის მიღების ფაქტები 2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისამდე". გრაფიკაში ასევე მოცემულია ქვეყნების რეიტინგი.

2017 წლის პირველ ნახევარში ყველაზე ხშირად ანტისადოპინგო წესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში (73 დადებითი სინჯი) არღვევდნენ. ძირითადად, ეს იმით არის გამოწვეული, რომ დარღვევების დიდი ნაწილი ბეისბოლზე მოდის.

მეორე ადგილზეა რუსეთი - 24 სინჯი, რასაც ემატება 38 დადებითი შედეგი ძველი სინჯების გადამოწმების შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული