ჰოლანდიაში ქალთა გუნდის ფოტოების გამო სკანდალი აგორდა, რადგან გუნდის წევრები ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იყვნენ სურათებზე. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში რეზონანსი გამოიწვია.
გოგონებმა თავი იმით იმართლეს, რომ ფოტოები მათი პირადი კოლექციის ნაწილი უნდა გამხდარიყო და მათი გამოქვეყნება საჯაროდ არ სურდათ, თუმცა, ამასთან ერთად, აღნიშნეს, რომ მართალია, ფოტოები სოციალურ ქსელებში გაჩნდა, მაგრამ ამასთან ერთად, მათ სრული უფლება აქვთ, თავისუფალ დროს, რაც მოუნდებათ, ის გააკეთონ.