Playboy-ს მოდელი გარდაცვლილი იპოვეს - მან "რივერის" ფეხბურთელების პროსტიტუციის საქმეზე ჩვენება მისცა

AutoSharing Option
მოდელი და ტელეწამყვანი ნატაშა ჰაიტი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში გარდაცვლილი იპოვეს. სხეული ღამის კლუბ Xanadú-ში იპოვეს, - იტყობინება Daily Mail-ი.

არსებული მონაცემებით, სიკვდილი ნარკოტიკული ნივთიერების ჭარბი დოზისგან დადგა. გამოძიება ირწმუნება, რომ 41 წლის მოდელის ორგანიზმში ალკოჰოლისა და ლსდ-ს კვალი აღმოაჩინეს, ხოლო ცხვირზე - კოკაინის კვალი. ის შიშველი იწვა ლოგინზე კლუბის ერთ-ერთ ოთახში, თუმცა ძალადობის კვალი სამედიცინო პერსონალმა ვერ აღმოაჩინა. კვეთამ აჩვენა, რომ მოდელი სისხლძარღვთა უკმარისობისგან გარდაიცვალა.

პოლიციამ უკვე დააკავა 47 წლის ბიზნესმენი პარაგვაიდან რაულ დუარტე. კლუბში მოდელი მან დაპატიჟა, ხოლო საერთო
ჯამში, კამპანია 5 მამაკაცისგან შედგებოდა. დუარტემ განაცხადა, რომ ჰაიტი ნარკოტიკს არ იყენებდა, თუმცა სხვა მოწმეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კამპანია იმ საღამოს კოკაინს მოიხმარდა.

გასულ წელს ჰაიტი, რომელიც ადრე Playboy-სა და Maxim-ის ფოტოსესიებში მონაწილეობდა, "რივერ პლეიტისა" და "ინდეპენდიენტეს" არასრულწლოვანი ფეხბურთელების პროსტიტუციის საქმეზე ჩვენებას აძლევდა. მაშინ დაადგინეს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს "იოლი ფულით" იტყუებდნენ. კლუბის თანამშრომლებს პირადად გადაჰყავდათ ბავშვები კლიენტ-პედოფილებთან.

ხმაურიანი სკანდალის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ამის შემდეგ ჰაიტმა განაცხადა, რომ საკუთარი სიცოცხლის გამო შიშობს.

"არ ვაპირებ საკუთარი თავის მოკვლას, ჭარბი დოზისგან სიკვდილს და აბაზანაში ჩახრჩობას. არ ვაპირებ, საკუთარ თავს ვესროლო. თუ ასეთი რამე მოხდა, ეს ჩემი ნება არ იქნება", - წერდა ადრე "ტვიტერში" ჰაიტი.

ნატაშას ახლობლებსა და მეგობრებს არ სჯერათ, რომ ის ნარკოტიკის ჭარბი დოზისგან გარდაიცვალა. ჰაიტის ახლო გარემოცვის ინფორმაციით, მან უკვე დიდი ხანია ნარკოტიკსა და ალკოჰოლს თავი დააანება, ასევე შეეშვა ხმაურიანი წვეულებებისა და ღამის კლუბების სტუმრობას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ყოვლად უვარგისი 'აღნიშნული"რომ არ ჩატენოთ ყველგან არ შეიძლება? ასეთ დონეზე როგორ არ უნდა იცოდე ან ვერ გრძნობდე მშობლიურ ენას რომ აღნიშნულებით წერდე. არ ჭირდება ხალხო არა, ისედაც გასაგებია კონტექსტი, იკითხეთ წიგნები, განვითარდით, ნუ დაგვტანჯეთ.
mdaaa
09:58 02-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული