ელიზაბეტ რეიესი ესპანელი მოდელი, ტელეწამყვანი და სხვადასხვა შოუს მონაწილეა, რომელიც 2006 წელს "მის ესპანეთი" გახდა.
32 წლის ლამაზმანი საკმაოდ პოპულარული გახდა ესპანეთში მას შემდეგ, რაც აღნიშნული წოდება მოიპოვა. ზუსტად იმ დროს გაიცნო მან მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი.
წყვილს 2007-08 წლებში რომანი ჰქონდა, თუმცა შემდეგ ლამაზმანმა ფეხბურთელი მიატოვა.
ამის შემდეგ რეიესი ერთი პერიოდი ესპანელ ფეხბურთელს, ალექსის რუანოს ხვდებოდა. რუანოსთან დაშორების შემდეგ მოდელმა განაცხადა, რომ არასდროს გააბამდა ფეხბურთელთან ურთიერთობას.
თუმცა 2012 წელს ელიზაბეტი სერხიო სანჩესს შეხვდა, რომელიც "მალაგაში" თამაშობდა, ახლა კი "კადისში"
გამოდის. გაცნობიდან ორი წლის შემდეგ კი წყვილმა იქორწინა.