"კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში" - კარდაშიანი და კონორი ნათესავები ყოფილან

AutoSharing Option
ერთ-ერთი ჟურნალისტის გამოძიების თანახმად, ჰოლივუდის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი შორეული ნათესავები არიან და შოტლანდიის სამეფო გვართან აქვთ ფესვები.

თუ ხუმრობა გგონიათ, ცდებით. ამ ყველაფრის დასადგენად Daily Record-ის თანამშრომელმა კრეიგ უილიამსმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. სწორედ მან იპოვა კავშირი იაკობინელ რევოლუციონერ რობ როი მაკგრეგორთან და შოტლანდიის სამეფო ოჯახთან. ამას გარდა, როგორც აღმოჩნდა, მოდელი შოტლანდიის მითიური მეფის, კენეტ მაკკალპინის შთამომავალიც არის.

ამ გამოძიებაზე უილიამს კარდაშიანების შოტლანდიური სახელების მიმართ სიყვარულმა უბიძგა. კიმის უფროსმა დამ, კორტნიმ თავის მეორე ქალიშვილს პენელოპა
სკოტლენდი დაარქვა.

კონორმა, რომელიც სულ ამაყობდა საკუთარი გვარის სამეფო წარმომავლობით, კარდაშიანის ფოტო გააზიარა და დააწერა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში".

Sportall.Ge

ხოლო კიმ კარდაშიანს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა "ტვიტერზე" დადო აღნიშნული ახალი ამბავი და სამეფო ოჯახთან კავშირის გამხმოვანებელი ფრაზა დააწერა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰო,რა გაგიკვირდათ,არ გაგიგიათ,რომ ვიკინგები და ბრიტანელები სომხებისგან წარმოიშვნენ?
status quo
09:32 14-06-2019
1
მართლა ვერ ვხვდები რაოტმ უნდა მოგწონდეს კარდაშიანის უკანა ნაწილი. მე თუ მკითხავ სიმახინჯეა და მეტი არაფერი.
გიო
14:13 14-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული