პსჟ-ის ფეხბურთელი მაურო იკარდი ნელ-ნელა ეჩვევა პარიზულ ცხოვრებას, ხოლო მისი ცოლი და ამავდროულად, აგენტი ვანდა ნარა კი იძულებულია, იტალიაში დარჩეს.
ბავშვები იტალიაში სწავლობენ და ვანდაც იტალიის ტელევიზიაში მუშაობს.
სკანდალურმა ვანდამ შოუ Tiki Taka ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო პროექტად გადააქცია.
ვანდა ერთ-ერთი ექსპერტის როლში გამოდის, თუმცა რეალურად ყველაფერი მაუროსა და "ინტერს" შორის ურთიერთობაზე საუბრით მთავრდება.
ამასთან ერთად, ვანდა არც თავის გულშემატკივრებს ივიწყებს და "ინსტაგრამზე" 5 მლნ გამომწერს ახალი ფოტოსესიაც შესთავაზა, სადაც მთლიანად გაშიშვლდა.