"შევხვდებით ოქტაგონში" - კონორ მაკგრეგორი ვერ ჩამოყალიბდა

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, რომელმაც 26 მარტს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ახლა უკვე შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში (MMA) ბრუნდება.

"მინდა ფანებთან ერთად წინ მივდიოდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რელიგიას მიეკუთვნებიან და საიდან არიან. ყველა რელიგია მოგვიწოდებს, უკეთესები ვიყოთ.

ეს სამყარო ყველას ეკუთვნის. შევხვდებით ოქტაგონში", - წერს მაკგრეგორი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სპორტიდან წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ ირლანდიელ სპორტსმენს სოციალურ ქსელებში UFC-ის ჩემპიონთან, რუს ხაბიბ ნურმაგომედოვთან შელაპარაკება მოუვიდა, როდესაც მაკგრეგორმა დაღესტნელი მებრძოლის მეუღლეს ჯერ პირსახოცი, შემდეგ კი თხა უწოდა. მოგვიანებით
კონორმა შეურაცხმყოფელი პოსტები წაშალა.

ნურმაგომედოვმა ირლანდიელს "ტვიტერშივე" უპასუხა და დაწერა, რომ თუ ირლანდიელს ჰგონია, რომ სხვისი რელიგიის შეურაცხყოფა შერჩება, ის ძალიან ცდება.

altხაბიბ ნურმაგომედოვი: კონორი ეჭვიანი ცოლივითაა - სულ ამბობს, რომ მიდის, მაგრამ შემდეგ ბრუნდება

altUFC-ის პრეზიდენტი: არ მჯერა, რომ კონორმა კარიერა დაასრულა

altUFC-ის პრეზიდენტი მაკგრეგორზე: მას აქვს ფული და ვისკი, მის ადგილზე მეც წავიდოდი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული