არგენტინის ახალი იმედი და ბრაზილიის მარცხი - 10 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]

AutoSharing Option
1. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანსაც დამაჯერებლად მოუგო.

2. აკი ბაშოზე ქართველმა სუმოისტებმა გამარჯვებები იზეიმეს. ტოჩინოშინმა ჰოკოტოფუჯი დაამარცხა, გაგამარუმ - კაისეი.

3. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა.

4. იური სიომინმა საბა კვირკველიას მდგომარეობაზე ისაუბრა.

5. აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

6. გიორგი ლორია ტურის სიმბოლურში რონალდოსთან ერთად მოხვდა.

7. ევრო 2020. საკვალიფიკაციო: რონალდოს პოკერი და კოსოვოს არშემდგარი სენსაცია ინგლისთან.

8. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთს თამაში შემოუტრიალა.

9. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა
ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია.

10. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კალათბურთში 1/4-ფინალები გაიმართა. არგენტინამ დიდი სენსაცია მოახდინა და სერბეთი დაამარცხა - 97:87, ესპანეთმა კი პოლონეთის წინააღმდეგობა დაძლია - 90:78.

11. ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში პერუსთან წააგო - 0:1. ერთადერთი გოლი "ველეზ სარსფილდის" მცველმა ლუის აბრამმა 85-ე წუთზე გაიტანა.


არგენტინის ნაკრებმა კი მექსიკა გაანადგურა. ჰეთ-თრიკი "ინტერის" შემტევმა ლაუტარო მარტინესმა შეასრულა და 1 გოლიც პსჟ-ის ფეხბურთელ ლეანდრო პარედესის ანგარიშზეა - 4:0.


აშშ-მა და ურუგვაიმ ფრედ ითამაშეს - 1:1.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული