იანვრის სიურპრიზი იკარდის კარიერაში - 16 სექტემბრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ტოჩინოშინმა მე-4 გამარჯვება ჰენკათი მოიპოვა და ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის იბრძვის. გაგამარუმ საკუთარი ორთაბრძოლა დათმო.

2. "ტორპედოს" 16 წლის მეკარემ პენალტი დამატებით წუთებზე მოიგერია და ქუთაისელებს ქულა მოუტანა.

3. "მილანის" ყიდვა Louis Vuitton-ისა და Christian Dior-ის მფლობელს სურს.

4. ცნობილი გახდა, ვის შეხვდებიან ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნიკოლოზ მეტრეველი ATP CUP-ზე.

5. კრიშტიანო რონალდომ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა გარდაცვლილი მამის კადრები აჩვენეს.

6. იტალიელი ჟურნალისტი ლუკაკუს შეურაცხყოფის გამო სამსახურიდან გააგდეს. რუმინელი ჟურნალისტი, რომელმაც სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა, 2000 დოლარით დააჯარიმეს. 

7.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა მწვრთნელების მიმართ სავარაუდო რასისტულ მოპყრობაზე ისაუბრეს.

8. საქართველოს ჩემპიონატს ჩატარებული თამაშების მხრივ ახალი რეკორდსმენი ჰყავს.

9. გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

10. ლიონელ მესი მოედანს მალე დაუბრუნდება

11. დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა და კვირაში ხელფასის სახით 290 000 ფუნტს მიიღებს, რაც ჯამში 17 მილიონ ევროზე მეტია.

12. არგენტინელი ფორვარდის ცოლმა და აგენტმა ვანდა ნარამ განაცხადა, რომ იანვარში მაურო იკარდის კარიერასთან დაკავშირებით სიურპრიზებია მოსალოდნელი და ფული, რომელიც "ნაპოლიმ" იკარდიში არ გადაიხადა, კლუბს ისევ ანგარიშზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იკარდი უფრო პოპულარულია თუ ცოლი? მგონი თავისი ცოლით უფრო გაითქვა სახელი ვიდრე ფეხბურთით....
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული