Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...

AutoSharing Option
პოპულარულმა ჟურნალმა "ფორბსმა", 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ჩამონათვალს მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ლიდერობს, რომელმაც ბოლო 10 წელში 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე კი ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გავიდა 800 მილიონი დოლარით; მესამე კი "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი გახლავთ გამომუშავებული 750 მილიონი დოლარით.

აღნიშნულ რეიტინგში დათვლილია საბაზო ხელფასები, საპრიზო ჯილდოები, პრემიები და ბონუსები. ასევე, საიმიჯო უფლებებიდან შემოსული თანხები.

ყველაზე მდიდარი 10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) - 950 მილ

2.
კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - 800 მილ

3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 750 მილ

4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 680 მილ

5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 640 მილ

6. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 615 მილ

7. ფილ მიკელსონი (გოლფი) - 480 მილ

8. მენი პაკიაო (კრივი) - 435 მილ

9. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 425 მილ

10. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) - 400 მილ

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანდაც მიაСH Mორეს ...
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული