IFFHS: ეროვნული ლიგა სიძლიერით მსოფლიოს 51-ე ჩემპიონატია - 20 იანვრის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დრამატულ მატჩში რუსეთთან დამარცხდა.

2. რამდენი მლნ ლარი მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფონდისგან 2019 წელს - ორგანიზაცია ანგარიშს აქვეყნებს.

3. კახა ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იწვევს.

4. ქართველი სპეციალისტი ტაჯიკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

5. ნიკა კაჭარავას შეძენა პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან კლუბს სურს.

6. "სეტუბალის" ახალი პრეზიდენტი: მაკარიძის გაყიდვა? არავითარ შემთხვევაში!

7. ეროვნული ლიგა - სატრანსფერო ცვლილებები სამი კვირის შემდეგ.

8. რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების 8 ლელო.

9. ქართველების საოცარი მატჩი ყატარში: ბერიშვილის 42 ქულა და
ცინცაძის 16 პასი
.

10. ისევ და ისევ - გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშეა.

11. დუდა სანაძე პორტუგალიის თასის გამარჯვებული და ფინალის ბომბარდირი გახდა.

12. ქართული სუპერლიგის ALL STAR-ი ხაშურში გაიმართება.

13. გადაწყდა, სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს.

14. ბითაძემ 6 წუთში უფრო მეტი ჩააგდო, ვიდრე ტერნერმა 19-ში - "ინდიანამ" ზედიზედ მე-5 მოიგო.

15. ჰაცუ ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინმა ტურნირზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

16. მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა ეროვნული ჩემპიონატების ცხრილი სიძლიერის მიხედვით და აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ლიგა მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებს. შარშანდელთან შედარებით, ჩვენი ლიგა 3 საფეხურით დაწინაურდა და ვუსწრებთ ისეთი ქვეყნების ჩემპიონატებს, როგორებიცაა: პოლონეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, აშშ-ის და სხვა უმაღლესი ლიგები. პირველ პოზიციაზე კი ინგლისის პრემიერლიგაა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამათაც მაგარი ვირუსი აქვთ ეტყობა ტვინზე :-) აბა როგორ გინდა დაიჯერო, რომ აზერბაიჯანზე და მითუმეტეს პოლონეთზე უკეთესი ჩემპიონქტი გვაქვს.ეს ხომ უაზრობა და თავის მოტყუებაა.
გულშემატკივარი
18:41 22-01-2020
0
ძალიან საინტერესოა, როგორ გაზომეს ჩვენი ჩემპი ისე რომ აზერებზე, პოლონეთზე და სლოვაკეთზე წინ ვართ.
G.LA
11:53 21-01-2020
0

სიახლეები პოპულარული