მარადონა: მესის არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც მე შემეძლო - 26 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: გვარდიოლამ ზიდანს დუელი მოუგო, "ლიონმა" "იუვენტუსს" სძლია.

2. ფრანგებმა "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაჯაბნეს.

3. ნიკოლოზ ბასილაშვილი შტრუფთან უშანსოდ დამარცხდა.

4. ოქრიაშვილმა გაიტანა - "ანორთოსისი" ნახევარფინალში გავიდა.

5. ბელარუსი აღარ ხუმრობს - ბულგარეთს სოფიაში დუბლებით მოუგო.

6. შერმადინი და მაკფადენი ტურის სიმბოლურში და MVP-ის ტიტულის მოგების კარგი შანსი.

7. ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!

8. NBA. 4-დან 3 ზუსტი სროლა - გოგა ბითაძეს "შარლოტთან" მოგებულ მატჩში 11 წუთი დაუთმეს.

9. [წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა.

10. ლეგენდარულმა
ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ ლიონელ მესის შესახებ Mundo Deportivo-სთან საუბარში კომენტარი გააკეთა.

"მესიმ "სან პაოლოზე" კარგად ვერ ითამაშა. ლიონელს არ გადაუტანია ის, რაც მე შემემთხვა. შესაძლოა, მესი ამ "ნაპოლის" თამაშში სჯობს, თუმცა იმის გაკეთება მას არ შეუძლია, რაც მე შემეძლო. მოდით, პირდაპირ ვთქვათ ეს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
ნიჭით,ტექნიკურად და მომზადებით შეიძლება მესი მართლაც უფრო კარგი ფეხბურთელი იყოს ვიდრე მარადონა,მაგრამ მას არ გააჩნია ის რაც დიეგოს ჰქონდა-სული!
BARCA CHAMPION
10:46 27-02-2020
7
ძალიან მაგარია მესი,მაგრამ მარადონა არის ფეხბურთის მეფე,შეეძლო მარტო მოეგო თამაში,მერე მაშინ უხეშობისათვის ასე არ სჯიდნენ თორემ ჯენტილე 82ში მსოფლიოზე ცხრაჯერ იყო გასაგდები მოედნიდან და მაშინ მარადონა არ იყო ფორმაში,შემდეგ ჩემპიონატებზე რასაც აკეთებდა მინდორზე აგერ იუთუბი და ნახეთ ბატონო,მარადონა,მარადონა და ისევ მარადონა რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია,მე მარადონას პელეზე წინაც ვაყენებ მაგრამ ყველას აზრს პატივს ვცემ და ვაფასებ,მოიგოს მსოფლიო მესიმ ისე როგორც მარადონამ 86ში და კი ბატონო.
გოჩა
10:43 27-02-2020
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული