ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: პეკინში ოლიმპიადის ჩატარება უსაფრთხოა

AutoSharing Option
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო ვითარებათა ჯანდაცვის პროგრამის დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ჩინეთის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების გათვალისწინებით, ინფექციის გავრცელების კუთხით, საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ისევე, როგორც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩინეთის ხელისუფლებასთან და IOC-თან ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების რეკომენდაციათა წარსადგენად ვმუშაობთ. ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და რამდენიმე გზამკვლევი გამოუშვა, რომელთა შეფასებასაც IOC-თან ერთად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, მიღებული ინფორმაციისა და მეტად სერიოზული ზომების გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების ზრდის რისკს ვერ ვხედავთ", - აცხადებს რაიანი.

პეკინის
2022 წლის ოლიმპიადა 4-20 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენები მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული