2022 წლის დასაწყისი საქართველოს გუნდისა და მთლიანად ფედერაციისათვის განსხვავებულ, გამორჩეულად საპასუხისმგებლო სპორტულ სეზონს დაემთხვა, რადგან საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ
თამაშებზე ქართველი მოციგურავეები ერთდროულად ორ სეგმენტში, გუნდურსა და ოთხივე კატეგორიაში ინდივიდუალურ სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომაც ფედერაციისათვის
ფედერაციის გამგეობის წევრთა შეჯერებული პოზიციებისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაკა გიორგობიანმა, ოფიციალურად დაასახელა ქართველ მოციგურავეთა გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომლებიც დაიცავენ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს 2022 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.
ერთეული, მამაკაცები: მორის ყვითელაშვილი;
ერთეული, ქალები: ანასტასია გუბანოვა;
სპორტული ცეკვები: მარია კაზაკოვა/გიორგი რევია;
სპორტული წყვილები: კარინა საფინა/ლუკა ბერულავა
სათადარიგო შემადგენლობა: ალინა ურუშაძე (ქალები), ნიკა ეგაძე (მამაკაცები), ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები)
2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში გაიმართება 2 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით, ფიგურულ ციგურაობაში კი გუნდური ასპარეზობა დაიწყება 4 თებერვლიდან.
ქართველი მოთხილამურეების ოლიმპიური ლიცენზია