"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. 3 დეკემბერს ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, 5 ქართველის დაღუპვის შესახებ შევიტვეთ. გამოჩენილი ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და
ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.

დიდება გმირებს!"

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ქარ­თველ მებ­რძო­ლებს "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­ესხნენ თავს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ავთო რუ­რუა, რო­მეო კვა­რა­ცხე­ლია, ბად­რი მარ­კე­ლია, მე­რაბ ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მეო ფირჩხა­ია.

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 62 /
ბოტია. დაანებე თავი. ხელფასს მაგაში უხდის გავრილოვვის მთავრობა))))
ქ. გ.-ს
05 დეკემბერი 2022 13:24
11
შოთა შენ კარგი ფეხბურთელი იყავი და უკეთესი იქნება კარგ ყოფილ ფეხბურთელად დარჩე. ბინძურ საქმეში ცხვირის ჩაყოფას არ გირჩევთ. მითუმეტეს თვითონვე ამბობ "ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება"-ო. შოთა ისე დღემდის მეც მიჭირს იმის გაგება, როცა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა ლოკომოტივის სტადიონზე, შენ, ბოდიში ფამილარობითვის, წინა დღეს ჩააწყე ჩანთაში ნივთები და შოტლანდიაში გაქუსლე. მადლობა ბიჭებს, რომ უშენოდაც მოიგეს ის ბრძოლა რუსების წინააღმდეგ.
გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2022 13:17
11
ყველა შემთხვევაში დიდება უკრაინელებს და ყველა იმ მებრძოლებს ვინც რუსული ჭირის წინააღმდეგ იბრძვის.
გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2022 15:59
0
გამსახურდიას ე.წ. ყალბი ციტატის შემცველი კომენტარის ავტორს!
პატივცემულო ბატონო "ნაპოლეონ"!
კონსტანტინე გამსახურდიას რომელ წიგნში და რომელ გვერდზე წაიკითხეთ რუსული პროპაგანდის და რუსი კრემლებოტების ცრუ სიბრძნე სულელი მამაცების მონაწილეობის შესახებ სხვის ომში?
ქ. გ.
05 დეკემბერი 2022 12:58
2
Ჯიო? კარგია ბოტობაა? დაიწერე 7 ლაიქი და აიღებ ხელფასს ხო?))) რა იცი შენ. ვინ რას ან ვის უსმენს? თუ გგონია ხალხს თავისი აზრი არა აქვს?))
Ჯიო-ს
05 დეკემბერი 2022 12:38
6
თქვენთვის ყველა ბოტია ვინც არ გეთანხმებათ და აქვს რამე აზრი შენთან ლაპრაკს, ბოტი არა შბოტი.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, დიდება გმირებს ვინც თავს წირავს საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მაგრამ თქვენ რა გინდათ რა?!
ჯიო
05 დეკემბერი 2022 16:31
0
რას მიახტით ამ შოთას, რა გინდათ? კაცმა თქვა ის რასაც ფიქრობს და რაც ფაქტია. ყველაზე სამარცხვინო კი ისაა, რომ ვაჟკაცობამ, თავგანწირვამ ფასი დაკარგა ზოგიერთებისთვის. ხალხი თავს იცავს, ქვყანას იცავს, ბრძოლობს როგორც შეუძლია აქ ვიღაცეები ქილიკობენ.
პ.ს. ქართველებს რაც შეეხება მათ სწამთ რომ უკრაინის დაცვით საქართველოს იცავენ და ეს ასეც არის! 1000 დოლარიან სამსახურს ავტომატის გარეშეც იშოვნიან სადმე საქართველოს გარეთ...
gogi
05 დეკემბერი 2022 12:38
15
ზოგმა აქ სწორი აზრები გაგვიზიარა. უმრავლესობამ, ალბათ, მცდარი აზრები გამოთქვა.
ამ სტატიის კომენტარების სექციაში ფილოსოფიური საკითხების განხილვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
sportall-ის ჟურნალისტებს ვთხოვოთ ამ თემის განხილვის სხვა შესაძლებლობა შემოქვთავაზონ.
ქ. გ.
05 დეკემბერი 2022 12:19
2
ნუ უსმენ ნაც ვითომ კაი კაც ტურაშვილს, ხო ხედავ რეებს გალაპარაკებს!..
Ჯიო
05 დეკემბერი 2022 11:59
32
შოთა ჭკვიანია, სამომავლოდ იზღვევს თავს. მერე იტყვის, მეც შევაწიე გმირებს ორი სიტყვაო. რა ორაზროვნად კითხულობს: ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკიო. მერედა გეთქვა შე კაი კაცო, ვინ დაგიშალა. მაინცდამაინც 33 უნდა დაღუპულიყო, აქამდე გეძინა? აქ წერენ 1000 დოლარს უხდიან და მაგიტომ არიან წასულებიო. რუსები 3000 -ზე მეტს იხდიან, რატომ იქ არ წავიდნენ? გუცაევის გარდა არცერთ ძველ ფეხბურთელს აღარ ვცემ პატივს, არც მაგათი თასვბი და ჩემპიონობა მაინტერესებს. სამარცხვინოები არიან. არ დამიწყოთ ეხლა დიდი კაპიტანი და ა.შ. კურდღლები არიან ყველა!
ნეიტრალური
05 დეკემბერი 2022 11:31
14
არავინ ისე მამაცურად არ იბრძვის სხვის ომში,როგორც სულელი. . .(კ.გამსახურდია). . . ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ ბიჭების სულები,მაგრამ ნუ ითხოვთ მათთვის გმირის სტატუსებს. . .
ნაპოლეონი
05 დეკემბერი 2022 11:06
26
ხომ ხვდები შენი ,,სიბრძნის“ წაკითხვის შემდეგ რა სურვილი გვიჩნდება 99%-ს? არ გასლოკინებს?
ე.წ. ნაპოლეონს
05 დეკემბერი 2022 15:33
2
აი შენი სახელი და ვავრი ვამაგებინა ახლა ღმედთს ვთხოვ და სიამოვნებით მიგახვედრებდი ბევრ რამეს. ჰბრალოდ ვიცოდე ვჯნ ხარ და სად მოგძებნო
Goga
05 დეკემბერი 2022 13:08
5
100 % ხარ შოთა. რაც დავიმსახურეთ და ვინც ავირჩიეთ ისეთები ვართ და ისეთებს ვიმსახურებთ.
დააT
05 დეკემბერი 2022 10:14
24
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული