"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. 3 დეკემბერს ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, 5 ქართველის დაღუპვის შესახებ შევიტვეთ. გამოჩენილი ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და
ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.

დიდება გმირებს!"

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ქარ­თველ მებ­რძო­ლებს "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­ესხნენ თავს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ავთო რუ­რუა, რო­მეო კვა­რა­ცხე­ლია, ბად­რი მარ­კე­ლია, მე­რაბ ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მეო ფირჩხა­ია.

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 62 /
ეს ხალხი მართლა ასე ფიქრობს თუ ბოტები არიან?! თავმოყვარეობა დაკარგულო ბრბოვ! ერთი გამოხტება ჩვენ ჯარში უნდა იყვნენო რა ჯანდაბა უნდათ ჩვენ ჯარში წაკუზულია მთელი საქართველო რაუნდათ აქ?! რაუნდათ აააქ?! არ ჯობს სხვაგან სადაც რუსეთი ანგრევს ქალაქებს კლავს ბავშვებს, აუპატიურებს იქ იომონ ამ ვაჟკაცებმა და ერთად დავამარცხოთ ეს ბოროტება, ჩვენი საერთო მტერი! სანამ ჩვენ ქვეყანაში გადმოსულა სანამ გორში ზუგდიდში დაწყებულა და თბილისში დასრულებულა?! პირველად შემზიზღდა მთელი ცხოვრების მანძილზე ეს სულით გახრწნილი ადამიანები! ადამიანები კი არა მონები! მონები ხართ და "ფაშა" გჭირდებათ!
.
05 დეკემბერი 2022 02:31
42
შენ რატომ არ მიდიხარ?
შვილს, ძმას რატომ არ ეუბნები იგივეს?
revaz
05 დეკემბერი 2022 06:34
10
პოლონეთის გავლით გზა ახლაც ხსნილია, რას უზიხარ აქ? ჩემი თანამშრომელიც ასეა, უკრაინაში მცხოვრები ქალიშვილი და შკაფივით სიძე გახიზნა გერმანიაში, თავად აქაა და პატრიოტობს უკრაინულად.
!!!
05 დეკემბერი 2022 11:02
4
როგორ გამოგირეცხათ ტვინი ბიძინამ და ხროვამ თქვე საცოდავებო რა თქვა ტყუილი შოთიმ მალე თქვენი თავები შეგეზიზღებათ, ნაცებზე უარესები ხართ უკვე ბიძინას მოწმეებო (არადა რამდენს დაგცინით თვითონ ეგ კაცი ზომბებო)
Rezo
05 დეკემბერი 2022 00:13
44
ამ პოსტსაც შემოესივნენ ბინძური რუსი ტროლები?
ლადო
04 დეკემბერი 2022 23:41
34
მართალია
ანტა
04 დეკემბერი 2022 22:34
22
მაგარი კაცი ხარ შოთი,გენაცვალე!!!
ირაკლი
04 დეკემბერი 2022 22:59
23
და ვინ თქვა რო არ გვტკივა? ან მოგინდა და ვინმემ დაგიშალა თქმა? 32 კაცი დაგვეღუპა სამ მილიონიან ქვეყანაში და კიდე ჩვენ გვაგინებს მაგათი მთავრობა. მეორე მე ჩემი შეხედულება მაქ და ვფიქრობ ეგ ბიჭები ჩვენს ჯარში უნდა იყვნენ. მაგრამ ტკივილით ყველა მტკივა.
ბოკინიო
05 დეკემბერი 2022 00:38
24
შოთი აქ ყველგან რუსები გვყავს უკვე. მადლობა შენ. ცნობადებსაც ეშინიათ უკვე ამ ხროვის გამო სიმართლე თქვან ვინც პოლიტიკაში არ არის. აი აქაც სპორტალზე შემოსევაა რუსეთუმების.

დიდება გმირებს.. ❤️
უკრაინა გაიმარჯვებს.
სიკვდილი ოკუპანტებს და მათ მხარდამჭერებს.
G.LA
05 დეკემბერი 2022 00:05
29
ქოცი და ნაცი არ უნდა მაგას იქ წასულია ორი კატეგორია ერთი ვისაც ჯერა რომ იქ მტერს ებრძვის ამით თავის ქვეყანას ეხმარება მეორე კატეგორია რომელსაც მარტო ხელფასზე არი გაჭირვებამ წაიყვანა 1000 დოლარამდე აქვთ ხელთასი რომელ დანაყოფშია მაგასაც გააჩნია და მოქალაქობას იღებენ ერთი თვე თუ იცოცხლეს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ გამოხატავს ოფიციალურ პოზიციას რადგან ეს ხალხი არი დაქირავებული მებრძოლები არცერთი ქვეყანა არ იზამს ამას გამოდის მხარე მაშინ, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია არაფორმალურად დაავალოს იმ რაიონების გამგებლებს და მერებს რომ რამით მაინც დაეხმარონ იმ ოჯახებს ეს კი ნამდვილად შეუძლიათ ყველა გაჭირვებამ წაიყვანა იქ ერთეულების გარდა ვინც იდეურად არის წასული
Soso
05 დეკემბერი 2022 03:06
20
მიდი რა ფეხბურთს მიხედე.წადი სადმე შუა აზიაში.აბა ევროპაში შენ არ ვარგირახ.სადაც იმუსავე ყველგან გამოგაბუნძულეს.
zaza
04 დეკემბერი 2022 22:37
102
ეს ეტყობა პოლიტიკაში აპირებს წასვლას ! მწვრთნელად არ გამოდგა და პოლიტიკოსობაა ბევრი ხელმოცარულის გაჭირვების ტალკვესია ! ისიც გასაგებია რომელ "პარტიას" მიეკედლება--ფარულად ან აშკარად ნაცებისკენ იხრება @@
zura222
04 დეკემბერი 2022 23:14
61
თქვენ ქოცები ხართ ამ საიტზე ყველამ იცის უკვე!
zaza da zura222
04 დეკემბერი 2022 23:24
33
ჩვენ ხომ ქართველები ვარ!!ერთერთმანეთის ზიზღით მცხოვრები!!!!!
ბექა
04 დეკემბერი 2022 23:12
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული