"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
კვარამ რომ დაწერა არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სათავისოდ გამოიყენოსო, ახლა ეს კალოშა არ იყენებს სათავისოდ?
ხვიჩა
04 მაისი 2024 14:43
4
ზუსტად ეგრეა, მარა ამათ სინდის - ნამუსი და ღირსება ძალაუფლებამ და დიდმა ფულმა კარგა ხანია დააკარგვინა!
არა და
04 მაისი 2024 15:19
3
ზუსტად ეგრეა, მარა ამათ სინდის - ნამუსი და ღირსება ძალაუფლებამ და დიდმა ფულმა კარგა ხანია დააკარგვინა!
არა და
04 მაისი 2024 15:06
2
არავის ეჭვი არ ეპარება იმაზე , რომ განსხვავებული აზრის გაკრიტიკება დაუშვებელია, მაგრამ ეს აზრი შენი უნდა იყოს და არა სხვის მიერ შენს თავზე მოხვეული. მხედველობაში მყავს მართველი პარტიის პოლიტიკოსები.
ანაგელი
04 მაისი 2024 14:42
4
სირცხვილია, კახა !
სირცხვილია !
დიდი ხანია უკვე, სირცხვილია !
"ბრავო" კალაძე !
04 მაისი 2024 14:38
12
სირცხვილია, როცა სხვას ამუნათებ და შენ თვითონ ცდილობ კვარაცხელიას ნათქვამი, თუ დაეერილი შენ თვითონ გამოიყენო !!!
არაა ასე ?!
სირხხვილია, შენ "ევროპის მოქალაქე" შვილები გყავდეს და სხვა ევროპას უკეტავდე !
სირხვილია , ღარიბი ქვეყნის პრივილეგირებულთა კოჰორტა ყველაფრიდან ფულს აკეთებდეს !
სირცხვილია უტიფარი ტყუილები ილაპარაკო და შენს გარემოცვას აფინანსებდე ...
და კიდევ ბევრი რამაა სირცხვილი !
დაინტერესებულ -ს
04 მაისი 2024 15:14
2
მართლა სურცხვილია !
ასე ფული კაცს გონებას უბნელებდეს
და ხალხის სიყვარული ასე გაანიავოს,
სამწუხაროა !
არა და, ყველა არჩევნებზეე მის სასარგებლოდ ... მივქარე !
"მეტს არ ვიზამ !
---------------
ფული, კახა !
ბევრი ფული !
არა და,
04 მაისი 2024 14:57
5
ყველა გამოხმაურება
ეს ამას ვისზე იძახის, ვისაც ბიძოსგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ყველა რადიკალიო, ნაციოა, ომის პარტიაო, კაცობას გვართმევენო და 1000 იარლიყი, და ახლა, როცა ქოცების გარდა (და რუსების) მთელი ცივლიზებული მსოფლიო, ამდენი ხალხი შენიანიც და არაშენიანიც, დიდიც და პატარაც გეუბნებით არ გინდა ეს რუსული კანონიო ჩვენ გავხდით შეუწყნარებელი ბრბო? ეს კაცი ნორმალურია?
Irakli
04 მაისი 2024 14:38
12
დასავლეთს იმ რუსეთად მივაჩნივართ, ჩვენ კი არა, რუსეთს ანგრევს! გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი, სულ მიკვირდა დასავლეთის არაობიექტურობა, თურმე რას ამბობ, ობიექტურია - ის ანგრევს რუსეთს და ჩვენ მისი ნაწილი ვართ, ასე მიაჩნია, მწარე სიმართლეა რომ სახელმწიფოს რუსული წყობა ჩვენ არ შევცვალეთ , ის რუსულია დღესაც! აბა, ნაცი რომ კგბ-ს მართულია ვერ მიხვდა ამერიკელი, მიშა ვერ იცნო? რომ იცნო იმიტომაც "უჭერს" მხარს რუსეთის ასარევად, ეს ჩვენ ვერ ვიცანით ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად-კომკავშირია!
ალექს
04 მაისი 2024 16:29
3
მაშინ მარტო რუსეთში რატომ აქვთ ეს კანონი?
ლლლლ-ს
04 მაისი 2024 15:25
3
ყველა გამოხმაურება
სულ ცოტაც და პროგრესი სილაღე ბრწყინვალე ლიბერალიზმის იდეოლოგიის განმსჭვალული ახალგაზრდობა დაგასრულებთ!
ასეთი ერთ მუშტად შეკრული ფერადი ახალგაზრდობის პროტესტი არასდროს ახსოვს საქართველოს!
მჯერა ასევე ეს ახალგაზრდები არიან ვინც დაამარცხებს ამ ხელისფულებას. შემდეგ კი მინიმუმ ქვყნიდან გააძევებენ აბსოლუტურად ყველას ვინც რუსეთუმე იყო და არის. მაქსიმუმ კი 20-წლიანი სასჯელი არ აცდებათ!
სულ ცოტაც ფერადო ახალგაზრდებო და თქვენსას მიაღწევთ!
გაილაღეთ ეს ქვეყანა თქვენია მარტო 40 + ასაკის ქართველებს კი სიტყვის თქმის უფლებაც არ უნდა ქონდეთ!
წინა ევროპისკენ!
ნამდვილი კორბენი
04 მაისი 2024 14:36
21
მთელი ქვეყანას 41 მართავს და აღარავის უსნენს, არც ადგილობრივს და არც ამერიკა -ევროპულს !
"კაკ რაზ" მარტო თვითონ ლაპარაკობს, არც მეტი და არც ნაკლები !
რუსეთზე მეტი და დიდი საფრთხე საქართველოსთვის დღეს არ არსებობს !!!
ჰოდა, აღარაა საჭირო "ცისატყელებით სავსე" ინფანტილური დიდაქტიკა !
არა და, 41 >40 !
04 მაისი 2024 14:47
2
აღდგომის მძიმე დღეებია და ხომ შეიძლება ყველამ ლანძღვისგან, ცოტა ხანი მაინც, თავი შევიკავოთ? ზევიდან გვიყურებს უფალი და მართლა სირცხვილია ამდენი ერთმანეთის მტრობა! შევალთ მერე ტაძარში, სანთელს დავანთებთ და ღმერთს შევთხოვთ შველას! და რისთვის რა, დამსახურებისთვის? ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ, ნუთუ ეს ჩვენ ვართ ქართველები? სირცხვილია, სადამდე დავეცით ეს ამაყი ერი?
???!!!
04 მაისი 2024 14:34
2
ყველაზე დიდი მტერი საქართველოსთვის არის შინაური მტერი, ნაცების სახით! ეგენი რო არ ურევდეს ქვეყანას, სიწყნარეც გვექნებოდა და ნორმალური ცხოვრებაც, მაგრამ ვინ გაცლის? რევანშის წყურვილით პატარა თაობასაც იმეტებს!
ასეა!
04 მაისი 2024 15:51
3
იმ ქართულ ტაძარს და ქართულ ენაზე წირვა -ლოცვას,
უკვე მესამე საუკუნეა,
რუსეთზე უფრო დიდი საფრთხე არ აქვს/ჰქონია !
რუსეთი მტერია !
მრავალ აღდგომას დაესწარით !
გეთანხმები, ოღონდ ...
04 მაისი 2024 14:52
3
Როდის იყო დასაცინი?დაჯილდოების დროს?გოლის გატანის დროს შვილდისრის იმიტაცია რო გაიმეორა?სცენაზე რო ახტა რონალდოს სტილში და უნიჭოდ რო გაიმეორა?ბიჭი მეყოლებაო სრულიად სექტას უფლისწულის დაბადება რო ამცნო?მთელი საქართველო სიხარულისგან ჭკვიდან რო იყო გადასული ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ამან რო განაცხადა ამაზე ბედნიერი მაშინ ვიყავ ცოლი რო მოვიტყვანეო? Როდის იყო დასაცინი ეს ,,ზეინტელექტუალი" ბიჭი?
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
04 მაისი 2024 14:24
26
ქართულ ჭირვეულ საზოგადოებას ჭირდებათ სახალხო ფსოქოლოგიის ინსტიტუტი !!
ჟორა
04 მაისი 2024 14:23
5
დიდი "ფულის შოვნამდე" ადამიანი რამდენიმე სტადიას გადის, აი მსგავსად მწერისა მატლიდან რომ პეპელა იჩეკება, გამდიდრების კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო იძარცვება სულიერისაგან და ადამიანურობისაგან თანდათან ეცვლება გარემოცვაც,ახლა მის გარშემო მეხოტბე, მლიქვმნელი ხალხია ,მათი წყალობით სულ უფრო და უფრო რწმუნდება რომ ის განსაკუთრებული და ზეაღმატებულია, ეს ხალხი ფულის გამო ყველაფერს კადრულობს, ღორივით ღრუტუნებს და თავზე ლაფს ისხავს ოღონდ შეხვდეს რაიმე, ამის შემხედვარე მდიდარი კიდევ უფრო თავდაჯერებული და თავხედი ხდება და ნარკომანივით ის ამ წრიდან ვეღარ გამოვა , არიან გამონაკლისები მაგრამ თუ ამ ყველაფერს ძალაუფლების ცთუნება ემატება ეს პიროვნული დეგრადაციის ბოლო სტადიაა. ქართველი მილიონერი კი ეს კაცთა მოდგმის სხვა კლასტერია თავისი დაუნდობლობით და შეუწყნარებლობით აი ისე როგორც კასრში გამოყვანილი ვირთხა.
ბაბაია
04 მაისი 2024 14:22
2
1 0 0 %
------------
ასე კარგად ჩემს სათქმელს ვერ ვიტყოდი !
100 %
04 მაისი 2024 15:00
2
ნაღდად არ მეგონა, თუ ამდენი მოძულე ეყოლებოდა ქვეყანას! რა გინდათ ნაცებო! რით ვეღარ დაოკდით და რით ვეღარ გაძეხით ქვეყნის არევისგან? კიდევ გინდათ არა საქართველოს განადგურება? აღარ გეყოთ უამრავი ტერიტორიების ჩაბარება და გაჩუქება რუსეთზე? კიდევ გინდათ და კიდევ? ვინ ელაპარაკება მთავრობას რუსეთუმეობაზე, პირდაპირ სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს?! თქვენი მიშა არ იყო, ლარსის გამშვებ პუნქტზე ხონჩით ხელში, ძმობას და ერთგულებას, რო უმტკიცებდა რუსებს? ხალხს ყველაფერი მეხსიერებაში გვაქვს შენახული და კარგად გვახსოვს ნაცების სასტიკი რეჟიმი! არ და ვერ დაბრუნდებით ნაცებო! თქვენი დრო წასულია და ტყვილად ხავს ნუ ეჭიდებით! ახალგაზრდებს კი ნუ იყენებთ თქვენი ბინძური პოლიტიკისათვის!
რეზი
04 მაისი 2024 14:19
24
სააკაშვილი რომ რუსეთის მტერი იყოს ,იხილავდით მისი და ბიძამისის ანტისახელმწიფოებრივი აქტივობის ფსბ-ს მიერ შესრულებულ სრულ და ამომწურავ ანალიზს ყოველდღე და დღეში სამჯერ ! ნებისმიერი მიშას "რეფორმის " უკან კერძო ინტერესი დგას,მაგალითად და არამხოლოდ : შემოვლითი რკინიგზა,ანაკლია,ლაზიკა ,რკინიგზის ობლიგაციები,ეროვნული საფონდო ბირჟის და ლარის ბლუმბერგზე გატანის ისტორიები,თუ გაანალიზე ვის, რა, როდის,ვინ,როგორ , რამდენად ,რომელი კანონპროექტი , რომელი კანონი , რომელი ბრძანებულება - მიხვალ ალასანიას და დისშვილის კერძო ინტერესებთან ! მათ მოხერხებულად მართეს დღემდე ეროვნული ბანკი , სრული გავლენა აქვთ თიბისის, საქართველოს ბანკის და ლიბერთის ხელმძღვანელებზე ! ჩადით აბა ბოლომდე ვისია წილები და დეპოზიტებია ამ ბანკებში , არ არიან იქა ბნელ ბნელი ნაკომუნისტარი მეპატრონენი ?არიან !კარგი იქნება თუ მიხვდებით, რომ სააკაშვილი კრემლის ვარსკვლავბიჭუნაა და მათ დასვეს მოქკავშირულ პარლამენტში ლიდერის პოზიციაზე ,ნაცმო ეს როლია, კომპარტიის ნომენკლატურაა : სკკპ ცეკას პოლიტბიუროს წევრმა და სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრმა , საქართველოს კომპარტიის ცეკას ყველაზე სტაჟიანმა პირველმა მდივანმა ამხანაგმა ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძემ წარუდგინა ის ვაკის მაჟორიტარად ცეკას და ტეკას იქ მაცხოვრებელ სასტავს და მათ ჯალაბობას ! ამხანაგ ედუარდის სამახსოვროდ მარტო სააკაშვილი არ დაგვიტოვა პარლამენტში, ასევე დატოვა მის მიერვე დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დამწვარი მხატვრის სახლის ადგილას შევარდნის ქანდაკებებიანი სასახლე , პარლამენტის წინ !
ალექს
04 მაისი 2024 16:11
2
მიშა ჩეკისტია, ჩეკიტია ბიძამისიც -ვინც გაზარდა ! ჩეკისტი ყავდა ნათლია-ედუარდი, ვინც დააკაცა და ჩეკისტი ყავდა პაპაც, ვინც გვარი მისცა !
ალექს
04 მაისი 2024 15:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული