"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
ჯერ ადამიანი და კაცი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი, ექიმი თუ ზეინკალი! როდესაც ქვეყნის, ყოფნა-არყოფნის საკითხია, ყველა ვალდებულია, თავისი სიტყვა თქვას და საკუთარი ხალხის და არა ქვეყნის გამყიდველების გვერდით იდგე.
სანდრო
04 მაისი 2024 14:18
5
ბატო ნმაკახა კალაძემ ხეპრე შტერმა და ტეტიამ,
ზებრასტყაოსნს შეჰფიცა, უფალი ჩემთვის ერთია!
დიახ ზებრა! დიახ ბიძო! იქ გადაწყდეს სადაც ვიწრო. ავოიეე! ჩვენ ყველანი ჭრელ ზებრას შვილები ვართ!
ესეთი ერთგულება არათუ ხეპრეს და გიჟს, არამედ ბეყესაც შეშურდებოდა.
ჩვენი ღმერთი ბიძინაა! ჯოს ჯოს ჯოოოს! ამაყად აცხადებს კახა კალაძე. მაგრამ როდემდე? აი ამაშია სამე..
. მამამისი კარლიტო დე ფუყე კი ხის ჩეროში შეყუჟულა გალუმპულ წიწილასავით და ხმას არ იღებს, ამაიღე ხმა! ენა გადაყლაპე სიმოონ? როგორც ვატყობ, მამა შვილთა ომში გამარჯვებულს პენლები გამოარჩევს.
კვარაცხელიაა? მაი ჯერ ბოვშვია, ციც! დაუცაცხანებენ და მორჩა, წიწილასავით დაფრთხება ბოვშვი. კალა კი მამლაყინწაა, ხიხოს დაფი და ნაღარა, მარა დრო მოვა სად მოხვდება ეგ ჯერ ყინწომაც არ იცის. .
კ ო მ ბ ლ ე
04 მაისი 2024 14:14
8
ჰოდა, ასე გასგრძელე.
ნორმალურად წერე რა ! :)
შეგძლებია !,
04 მაისი 2024 15:03
1
დღევანდელი პოლიტიკური პროცესები მსოფლიოში ისეთი ეშმაკი მანიპულატორების ხელშია, რომ გამოცდილმა პოლიტიკოსებმაც არ იციან ზუსტად, რა ხდება და ვინ ვის აკონტროლებს და მართავს.
ნუ მოსთხოვთ ხვიჩას უფრო კონკრეტული განცხადების გაკეთებას. კარგად გამოხატა საკუთარი პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული.
რეალობა
04 მაისი 2024 14:14
1
ხვიჩას პოსტის რეალურმა ავტორმა გამოყო ფეხი, ანუ, აი, ამ პოსტის შესაქმნელად შეიქმნა ხვიჩას პოსტი. თუ ასე არ არის ხვიჩა, მაშინ გარკვევით დაწერე, რატომ გიმძიმს იმის ყურება, რაც ქუჩაში ხდება, კალაძის მიერ ლამის პუტჩისტებად მონათლული ახალგაზრდები გაღიზიანებს, თუ მათი რბევით გაუმაძღარი ზონდერები?
ა ბატონო!
04 მაისი 2024 14:09
7
ჯუღელის შეხვედრა აურელიოსთან დამთავრდა უშედეგოდ. ბადრიც დაესწრო. მაისის ბოლო რიცხვებში იქნება შემდეგი შეხვედრა.
რეალობა
04 მაისი 2024 14:07
2
ხვიჩა, ქვეყნისთვის რაღაცას, რომ წარმოადგენს კაცი, სწორედ მაშინ უნდა იყო ფრთხილად და მოზომო ყველა შენი მოქმედება. კაცი მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელი ხარ და რატომ აძულებ თავს ქართველთა უმრავლესობას? დღეს რუსთაველზე პირსისხლიანი, და ასობით ახალგაზრდა კაცის მკვლელი ნაციონალური მოძრაობა და მათგან დატრენინგებული და გაბრიყვებული ახალგაზრდობა დგას, რომლებსაც შენი სამოქალაქო პოზიციით გვერდში უდგები და მათნაირი ხდები. რა გაიძულებს იმას, რომ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკოცნელი ლოყა საფურთხებლად გაიხადე? ევროპაში მეშოკებიც ბევრი ყრია, მაგრამ მათ ფასი ორი შაურია და ასეთი იქნება ყოველთვის, ამიტომ ქართველები ევროპაში მეშოკის ღირებულებით კი არ უნდა შევიდეთ, არამედ ღირსეულად, როგორც ეს პირველ ევროპელებს, ანუ ჩვენს წინაპრებს იბერებს ეკადრებათ, ან საერთოდ არ უნდა შევიდეთ, რადგან მონა სად იქნები რა მნიშვნელობა აქვს? ჰოდა მაგ მომიტინგეებს ევროპაში ნებისმიერ ფასად უნდათ შესვლა, ხელისუფლებას კი ღირსებით. პირადად მე ოცნების მეხოტბე არ ვარ, რადგან ბიძინამ და მაგისმა დასმულმა მთავრობამ დამინგრია 5 ათას წლიანი ოქროს საბადო საყდრისში და არც მე და არც ქართველი ხალხი ამ უგნურებას და ბოროტებას მათ არ აპატიებს, მაგრამ ბოლოს მათ მიერ დაანონსებული სამი კანონი, მართლაც, რომ საეტაპოა ქვეყნის წინსვლისათვის და ამიტომ ყველა ცხოვრებით დაბრძენებული ხალხი მაგათ გვერდში ვდგავართ. ერთმა ბრძენმა თქვა: " არ არსებობს ბავშვი, არის კაცი, რომელსაც ნაკლები ცოდნა და გამოცდილება აქვსო". დიახ რუსთაველზე დღეს ის ხალხი დგას, რომელსაც ნაკლები ცოდნა, გამოცდილება და რეალობის აღთქმა აქვთ, მათ ჭკუაზე აშენებული ქვეყანა კი მათნაირი იქნება, თუ მათ ჭკუას საშუალო და უფროსი ასაკის ხალხის ჭკუა არ დაემატა. ამ ასაკის ხალხი კი ქუჩაში გასვლისაგან თავს იკავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიზანი რისკენაც მომიტინგეები მიდიან, მცდარია. ჰოდა ამ ხალხის გვერდით დადექი დღეს შენ ხვიჩა კვარაცხელია, რითაც ისეთი ზიანი მიაყენე შენს თავს, ვერცერთი მტერი რომ ვერ მოგაყენებდა. სხვათაშორის სწორედ რუსეთმა, სიომინმა და რუბინმა ითამაშა შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი, ისინი კი რუსეთს წარმოადგენენ.
ჟორა გაბრიჭიძე
04 მაისი 2024 14:02
27
ხალხი-ცეცხლი და ნავთი ჭამე, სანამ მე სხვისა არაფერი ვჭამო, რეგვენო გნაცო ! ციხეში უნდა ჭამდე ბალანდას!
ალექს
04 მაისი 2024 15:51
1
მათ რიგებში არიან ე.წ. "ფანტომასის" შავი კოსტუმებით, თავსაბურავით და ჩანთებით ბაკურიანელი ჩახდილის და აკერმანის ზონდერები, რომელთა გარჩევა სპეცრაზმელისაგან გაუთვითცნობიერებელს უჭირს, მათ მშვიდ გარემოცვაში, შინაურულ წრეში იყვნენ (!!), როგორც საკუთარ პოლიაზე , ყოველგვარი გარშემომყოფთა მხრიდან ხელისშეშლის გარეშე, ხმა არავის ამოუღია, სცემეს საჭესთან მჯდომი მოქალაქე, რომელიც აქციის შუაგულში, ანუ სავალ ნაწილზე მოყვა უნებურად, ცოლშვილი გადაყავდა, ამის გამო სცემეს ფანტომასებმა, გაბრუნდი უკანო, არ ატარებდნენ, (ასეთი სცენა უამრავი იყო!ეს შავტანსაცმლიანი ზურგჩანთიანები საეჭვოდ ორგანიზებულები და გაწაფულებია, ბევრ კონფლიქტში არიან შემჩნეული ) მერე სასწრაფოდ შეთხზეს ვერსიები იმან თქვა, ამან მოისმინა, იმან გადაიღო (სადაა კადრები , აკი პოლიცუიას მიუტანეს , რა იქნა მანქანის ნომრებიანად ?) მოვიდნენ ვიღაც მოჭიდავე სპორტსმენები ჯერ თურმე ორი, მერე გაოთხებული მანქანით, ზომბები იყვნენ თურმე თავდამსხმელები ათი ათას კაცში შევარდნენ (!!??აბა ??!!) ჯერ ოთხნი, მერე ექვსი და გარვავდნენ, ახლა უკვე 15-ა და სცემეს სწორედ აი ის მოქალაქე, ( ამათზე და არა სამას სპარტელზე იღებდნენ უნდა ფილმებს, ქსერსეს მოკლავენ რომ მიუშვა კრემლში ) აწ ვითომ აქციის მონაწილე, გაუგებარია რას ერჩოდნენ და რატომ უყვიროდნენ რა გინდა აქციაზეო, კაცი სახლში მიდიოდა?! ეს აჭამეთ თქვენ ხლისტე ვივამედელს, კეზერას, ჩახდილს და ბოკერიას, ასე ქმნით ვერსიას და ალიბს ერთდროულად (მელიას კიუდი გვარამიაა!) , ნაცჯორნალისტი ვითომ შემთხვევით გადაყრილ კეკელმაროს ინტერვიუინსტრუქტაჟს ნავოდკით აძლევს და ის რესფონდინგ :ვიღაც ბარისტა ბარის, თუ რატის ბარის დაცვა იყოო, ივანიშვილის მოგზავნილები, აი ვიღაცამ თურმე ამოიცნოო, ძირს ვერაგი და გაქნილი არამზადა ნაცი, ციხეში ყველა!
ალექს
04 მაისი 2024 15:46
1
ყველა გამოხმაურება
ცოტა ხანში კალაძე/კობიაშვილი იმითაც დაგვამუნათებს ქართულ ფეხბურთს ყველაზე დიდი წარმატება საბჭოთა დროს ჰქონდაო ამიტომ გვინდა რუსეთიო "ქართული ფეხბურთი" რომ განვითარდესო
გიორგი
04 მაისი 2024 14:02
10
ხვიჩამ თქვა მიჭირს იმის ყურება რაც ქუჩაში ხდებაო. კახი შენი მოკლე ჭკუით რას ნიშნავს ეს? იმას რომ ახალგაზედები როგორ უსწორდებიან ძალოვნებს თუ პირიქით. ვერ ხვდები ხო? თუ ევროპა მინდაო რო ამბობს რუსულ კანონს უჭერს მხარს? - ეს ასე არაა და კარგადაც ხვდები. არ დაგიწერათ არა რუსულ კანონს იმიტომ გიცნობთ ახლოს, შენ კობის და ზოგიერთებს და შეურაცხყოფა არ მოგაყრნათ პირდაპირ... გაიგეთ თუ ვერა?!?!?!
ბათუმი
04 მაისი 2024 13:56
7
უტიფარი ტყუილი!
გია_544
04 მაისი 2024 13:54
2
ხვიჩა კვარაცხელიას და მაგის კოლეგებს ნაკრებში ურჩევნიათ ღირსეულად ჩაატარონ ევრო 2024, 7-1 აღარ წააგონ და მერე იბაქიბუქონ ბავშვებივით რა იცი რა არის რუსული 10 მილიონი რომ გადაგიხადოს ისე წახვალთ რუსეთში როგორც წერეთლელი მარი და პეკინელი სვეტლანა
ჟორა
04 მაისი 2024 13:29
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული