წყაროს ცნობით, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია. მიქაუტაძე "ნიცასთან" მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც მას ორი მძარცველი ელოდებოდა და იარაღის მუქარით ქართველის სახლში შევიდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, გუშინ, ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ნიცა" 4:1 დაამარცხა. მიქაუტაძე კი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.
წყარო