სპორტის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი - ბეისბოლის მოთამაშემ 765 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა

AutoSharing Option
ბეისბოლის გამორჩეულმა მოთამაშემ ხუან სოტომ "ნიუ იორკ მეტსთან" სარეკორდო 765 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 15 წელიწადზეა გათვლილი.

სოტოს მხოლოდ კონტრაქტის გაფორმებისთვის ბონუსად 75 მილიონი გადაეცა, ხელშეკრულებაში კი შეტანილია პუნქტი, რომლის მიხედვითაც 5 წლის შემდეგ სოტოს კონტრაქტის შეჩერების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ თუ ამ პუნქტის გამოყენებაზე უარს იტყვის, მისი ანაზღაურება კიდევ 40 მილიონით გაიზრდება.

აქამდე სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტის ასევე ბეისბოლის მოთამაშეს შოჰეი ოტანს ეკუთვნოდა, რომლის ანაზღაურებაც 10 წელიწადში 700 მილიონი დოლარი გახლდათ.

როგორც ამერიკულ მედიაში იწერება ხუანის დამატებით “ნიუ იორკ
იანკისი” და ბოსტონის “რედ სოქსი” ინტერესდებოდნენ, რომლებიც ანალოგიური ხანგრძლივობით შესაბამისად 760 და 700 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბეისბოლის ყურება უნდა დავიწყო, მგონი მაგაშიც ფულს იძლევიან.
ირაკლი
21:42 18-01-2025
1
ლამის ერთი ბიძინა-ხელფასი გაუფორმებია. ალალი იყოს, ჩვენს ბიუჯეტს ხომ არა ხრავს?))))
ყოჩაღ სოტოს
21:06 18-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული