პუტინის ტანმოვარჯიშე საყვარელს აშშ-მა ჯერ სანქციები ვერ დაუწესა

AutoSharing Option
მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური, ევროპის ხუთგზის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალინა კაბაევა, რომელიც გოსდუმის დეპუტატი იყო, ამჟამად „ედინაია როსიას“ უმაღლესი საბჭოსა და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი, „ეროვნული მედიაჯგუფის“ თავმჯდომარე და „სპორტ-ექსპრესის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და რაც მთავარია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის "ახლო მეგობარია".

The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ აშშ-ის მთავრობა კაბაევას პუტინის "გოგონად" და მინიმუმ მისი სამი შვილის დედად მიიჩნევს, მის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადეს, მაგრამ არ დაამტკიცეს, რადგან ეს შეიძლება პუტინის მიმართ ძალიან ძლიერი პირადი "დარტყმა" აღმოჩნდეს და არაა გამორიცხული,
ამან რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს, თუმცა მალე შეიძლება აამოქმედონ.

Sportall.Ge

"რიგი პირების მიმართ სანქციები მოვამზადეთ, რომლებიც ჯერ სიაში ვერ მოხვდნენ და ვფიქრობთ იმაზე, როდის ავამოქმედოთ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად".

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ შესაძლოა, კაბაევა პუტინის პირადი ქონების საზღვარგარეთ დამალვასთან კავშირშია.

unian-ის მტკიცებით, პუტინი პირად ცხოვრებას მალავს, მისი ყოფილი მეუღლე ლიუდმილა კარგა ხანია არავის უნახავს, ის სახალხოდ არ გამოჩენილა და მასზე უკანასკნელ ხანს არავითარი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პუტინს რამდენიმე საყვარელი და მათ შორის, კაბაევა ჰყავდა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ის უცხოეთში იმყოფებოდა.

ამას წინათ კაბაევა პროპაგანდისტულ პროგრამა "ვრემიაში" უკრაინაში ომის სიმბოლო Z-ს ფონზე ვარდისფერ კაბაში გეორგიევსკის ლენტით გამოჩნდა და ყურადღება იმით მიიქცია, რომ ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. თუმცა პუტინი და კაბაევა პირად ურთიერთობაზე არავითარ კომენტარს არ აკეთებენ.

Sportall.Ge

მკითხველებმა მათი სავარაუდო ქორწინება უკრაინისთვის კარგ ნიშნად აღიქვეს - პარალელი 1945 წელს ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ნიშნობასთან გაავლეს, რომელთა ცხედრები მეორე დღეს ბუნკერთან აღმოაჩინეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეჰ რას შვება ალინა . დიდი გავლენა აქვს კაცებზე იმ რაღაცას და ...
goga
27 აპრილი 2022 16:23
1
რძეე მმმმ
ზაზა
26 აპრილი 2022 16:08
5
ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი ! რატომ არ დაუწესეს სანქციები ? პუტინის ეშინიათ თუ მაგათაც ემსახურება ეს კახპა ? PP
zura222
26 აპრილი 2022 01:44
5
ემსახურება.
გიორგი
27 აპრილი 2022 01:08
0
ეტყობა სენატორებიც "ურახუნებენ" ჩვენ ალინას
კ.მარქსი ფ.ენგელსი
25 აპრილი 2022 22:30
10
მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. :)
რატი
26 აპრილი 2022 22:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული