2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელში მისი დახმარების შესახებ რეკვიზიტები გავრცელდა. სამწუხაროდ, ხურციძემ დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.
ნინო ხურციძისათვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის
პანაშვიდი: 24-25 აპრილს, 17.00 საათიდან.
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 41.
გამოსვენება: 26 აპრილს, 14.00 საათზე.
მისამართი: სიონის ეკლესიიდან.
Sportall.ge ღრმა მწუხარებას გამოხატავს ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანაუგრძნობს.
ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ, ნათელი ადგეთ უდროოდ წასულებს.