მას 67 დელეგატი ესწრებოდა, რომლებმაც ფედერაციის გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს და წესდებაში ცვლილებების შეტანა დაამტკიცეს.
ბოლო საკითხი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები იყო. მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ – მას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ამას გარდა, აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები: აკაკი იაშვილი (მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’-ს ვიცე-პრეზიდენტი), ვალერი გაფრინდაშვილი და ზურაბ მიქაძე, ხოლო გენერალური მდივანი სოფიო გვეტაძე იქნება.
აღსანიშნავია, რომ გია გიორგაძე ფედერაციის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს.
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს მეორე ვადით უხელმძღვანელებს