ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება

AutoSharing Option
15 ნოემბრიდან იტალიის ქალაქ ასისში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ-მოჭადრაკეთა შორის.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 7-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, სენიორ-ვაჟთა შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზურაბ სტურუა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი სენიორ-ქალთა შორის, სოფიკო ტერელაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ნონა გაფრინდაშვილმა ბუქარესტში 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და 78 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრწყინვალე და მსოფლოს ქართველი ლეგენდა ქალბატონი. ჯანმრთველობა და წარმატებები მას.
გაიოზ გოშაძე
13:38 15-11-2022
0
ქართველი- ქალი ლეგენდა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. წარმატებები და ჯანმრთელი სიცოცხლე ქალბატონ ნონას.
მარი
15:36 15-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული