ცნობილი გახდა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე.
კენჭისყრას ბარსელონაში საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რეზო ჩომახიძე და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა დაესწრნენ.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში გერმანიასთან, უნგრეთსა და იტალიასთან ერთად მოხვდა. პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები უნგრეთთან გამართავს.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.
წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბარსელონაში წელს 14-დან 28 ივლისამდე გაიმართება.