წყალბურთის კლუბი "დინამო" სატრანსფერო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
წყალბურთის კლუბი თბილისის "დინამო" მიმდინარე სატრანსფერო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"კლუბის შევსება ახალი მოთამაშეებით ემსახურება ჩვენს მიზანს - მოვიპოვოთ საქართველოს პირველობა და მივიღოთ მონაწილეობა ევროპის ჩემპიონთა ლიგაში.

თბილისის "დინამო" ხელმძღვანელობს ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის მიერ შემუშავებული ტრანსფერის წესით.

ამ ეტაპზე, კლუბსა და მოთამაშეებს შორის მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. მოთამაშეები "დინამოს" სახელით თამაშს შეძლებენ მას შემდეგ, რაც ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია გასცემს ნებართვას." - ვკითხულობთ თბილისის "დინამოს" განცხადებაში, რომელიც კლუბის "ფეისბუქზე" გავრცელდა.

altწყალბურთის კლუბმა თბილისის "დინამომ" ორი უძლიერესი ლეგიონერი დაიმატა

alt

ჩემპიონთა ლიგა - თბილისის "დინამოს" განცხადება" style="height: 50px; width: 50px;" />ლეგიონერები, ჩემპიონთა ლიგა, პირობები და აკადემია - ინტერვიუ "დინამოს" დირექტორ გიორგი ხვედელიანთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული