"კლუბის შევსება ახალი მოთამაშეებით ემსახურება ჩვენს მიზანს - მოვიპოვოთ საქართველოს პირველობა და მივიღოთ მონაწილეობა ევროპის ჩემპიონთა ლიგაში.
თბილისის "დინამო" ხელმძღვანელობს ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის მიერ შემუშავებული ტრანსფერის წესით.
ამ ეტაპზე, კლუბსა და მოთამაშეებს შორის მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. მოთამაშეები "დინამოს" სახელით თამაშს შეძლებენ მას შემდეგ, რაც ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია გასცემს ნებართვას." - ვკითხულობთ თბილისის "დინამოს" განცხადებაში, რომელიც კლუბის "ფეისბუქზე" გავრცელდა.
წყალბურთის კლუბმა თბილისის "დინამომ" ორი უძლიერესი ლეგიონერი დაიმატა