22 მარტს "ოლიმპიკის" აუზზე ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრი წყალბურთში "როსტომ და ზურაბ ჩაჩავას თასი" გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის 15-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ.
ტურნირის მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
ტურნირის განრიგი ასე გამოიყურება:
22 მარტი
თურქეთი-ბულგარეთი 17:00
საქართველო-უკრაინა 18:30
23 მარტი
უკრაინა-თურქეთი 17:00
საქართველო-ბულგარეთი 18:30
24 მარტი
ბულგარეთი-უკრაინა 10:00
საქართველო-თურქეთი 11:30