U15. როსტომ და ზურაბ ჩაჩავას სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველო გახდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation/

წყალბურთში როსტომ და ზურაბ ჩაჩავას სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები გახდა.

გელა ტუკვაძისა და ოთარ ქოიავას გაწვრთნილმა გუნდმა სამიდან სამი შეხვედრა მოიგო და თასის მფლობელი გახდა. მეორე ადგილი თურქეთს ერგო. მესამე პოზიციაზე უკრაინა გავიდა.

პირველი ტური
თურქეთი - ბულგარეთი 14:9
საქართველო - უკრაინა 20:11

მეორე ტური
უკრაინა - თურქეთი 6:10
საქართველო - ბულგარეთი 17:6

მესამე ტური
ბულგარეთი - უკრაინა 8:15
საქართველო - თურქეთი 9:8

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები 28,29, 30 და 31 მარტს, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს. მატჩები "ოლიმპიკის" აუზზე ჩატარდება.

მატჩების განრიგი
28.03.2019
16:00 სერბეთი - აზერბაიჯანი
17:30 ლიეტუვა - სლოვაკეთი
19:00 საქართველო - ბულგარეთი

29.03.2019
16:00 აზერბაიჯანი - სლოვაკეთი
17:30 ბულგარეთი - სერბეთი
19:00 საქართველო - ლიეტუვა

30.03.2019
09:00 ლიეტუვა - ბულგარეთი
10:30 საქართველო - აზერბაიჯანი
12:00 სლოვაკეთი - სერბეთი
17:00 ბულგარეთი - აზერბაიჯანი
18:30 სერბეთი - ლიეტუვა
20:00 საქართველო - სლოვაკეთი

31.03.2019
09:00 აზერბაიჯანი - ლიეტუვა
10:30 სლოვაკეთი - ბულგარეთი
12:00 საქართველო - სერბეთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული