U15. წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში სამი შეხვედრა მოიგო

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/georgianaquaticsportsnationalfederation/

საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 15-წლამდე ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მატჩები გაიმართა.

29 მარტს საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა 13:5 დაამარცხა, ხოლ 30 მარტს დილით აზერბაიჯანს 31:2 სძლია.

ეს საქართველო 15-წლამდელთა ნაკრებისთვის რიგით მესამე გამარჯვებაა ჯგუფში. პირველ დღეს მათ ბულგარეთს ანგარიშით 18:4 მოუგეს.

წყალბურთში ევროპის 15 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის 29 და 30 მარტის მატჩები შედეგები ასე გამოიყურება:

29 მარტი
აზერბაიჯანი-სლოვაკეთი 2:21
ბულგარეთი-სერბეთი 0:24
საქართველო-ლიეტუვა 13:5

30 მარტი
ლიეტუვა-ბულგარეთი 12:13
საქართველო-აზერბაიჯანი 31:2
სლოვაკეთი-სერბეთი 5:0

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 მარტს სლოვაკეთთან 20:00 საათზე
გამართავს, ხოლო 31 მარტს სერბეთს 12:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა არ იყოს ელემენტარულ გრამატიკას რომ მიაქციოთ ყურადღება, არ იქნება ურიგო. სტატიას წერთ მეგობრის შეტყობინებას ხო არა :(
jondo
15:21 30-03-2019
1

სიახლეები პოპულარული