თბილისის ოლიმპიურ აუზში სტარტი აიღო წყალბურთში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 12:10 მოუგო.
თავიდან მეტოქე 3:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და გაიმარჯვა.
4 გოლი ლუკა გიორგაძემ გაიტანა, 3 - ბესარიონ ახვლედიანმა, 2 - ვალიკო დადვანმა, თითო-თითო კი - გიორგი ერისთავმა, დავით ჩხეიძემ და ლუკა ჩიქოვანმა.
12 აგვისტოს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.