U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და პლეი-ოფში გერმანიას შეხვდება

AutoSharing Option
13 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ აუზში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კონტინენტის შარშანდელ ჩემპიონ საბერძნეთთან 7:18 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან 3-3 გოლი თევდორაშვილმა და დადვანმა გაიტანეს, 1 გოლი კი გიორგაძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 1 გამარჯვება მოიპოვა, მესამე ადგილი დაიკავა და 1/4-ფინალის საგზურისთვის D ჯგუფში მე-2 პოზიციაზე გასულ გერმანიას დაუპირისპირდება.

მატჩი 14 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.

თუ ჩვენმა გუნდმა გერმანიის ძლევა მოახერხა, შემდეგ ეტაპზე იტალიას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები,აგებს თამაშებს და ყოველი წაგების შენდეგ,მათი იმედი მემატება.კალათბურთელთა ნაკრები აგებს თამაშებს,და ყოველი წაგების შემდეგ,იმედი მიკვდება.ალბათ მხოლოდ მე არა ვარ ასე და კალათბურთის ფედერაციის თვითკმაყოფილი,გაბრწყინებული ბოსებიც რომ დაფიქრდნენ ამაზე,კარგი იქნებოდა.ჩემი მხრიდან მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ წყალბურთელების მიერ წაგებულ თამაშებში,მომავალ გამარჯვებებს ვხედავ,ხოლო კალათბურთელთა ზიგჯერ მოგებულ შეხვედრებშიც კი,მომავალ დამარცხებებს
სოსო
10:47 14-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული