"დინამო" მეხუთე მატჩშიც დამარცხდა - "მარსელთან" 7:17

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდი სტუმრად "მარსელთან" 7:17 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 10:3 მოიგეს და გადაწყვიტეს კიდეც შეხვედრის ბედი.

"დინამომ" ხუთივე შეხვედრა წააგო და 4 დეკემბერს ასევე უქულოდ მყოფ "ჰანოვერს" უმასპინძლებს.

მარსელი: ჰოვანისიანი, კუკოვიჩი, ოლივონი (1), იზდინსკი (1), ბლერი (3), ვერნოუქსი, კროუსილატი (3), დურდიკი (2), მარიონ-ვერნოუქსი (2), კოვაჩევიჩი (1), იუკისევიჩი (1), კამარასა (3), სეპანოვიჩი

დინამო: რაზმაძე, დადვანი, ცრეპულია, იმნაიშვილი (1), ბითაძე, ელაჩა (2), ჯახაია, ბარათურია, შუშიაშვილი (1), მაგრაქველიძე (1), ბარალდი, ვაპენსკი (2), შუბლაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული