ისტორიული გამარჯვების მოლოდინში - თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე "ჰანოვერს" მასპინძლობს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდი დღეს, 4 დეკემბერს გერმანულ "ჰანოვერს" "ოლიმპიკის" აუზზე უმასპინძლებს და არსებობს, რეალური შანსი, რომ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვოს.

აღსანიშნავია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აქამდე ჩატარებულ 5 შეხვედრაში, "დინამოს" მსგავსად, არც გერმანულ კლუბს მოუგია თამაში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 4 დეკემბერს ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ანგარიშზე.

იმ გულშემატკივრებს, რომლებიც "ოლიმპიკზე" მისვლას ვერ მოახერხებენ, აღნიშნული დაპირისპირების ხილვა პირველი არხის საშუალებით შეეძლებათ. სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაიწყება პირდაპირი ტრანსლაცია 18:30 საათიდან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული