ისტორიული გამარჯვება არ შედგა - "დინამო" თანაბარ თამაშში დამარცხდა

AutoSharing Option
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში თბილისის "დინამო" "ოლიმპიკის" საცურაო აუზში "ჰანოვერთან" 10:11 დამარცხდა.

აუტსაიდერების მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 6:5 მოიგეს, მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, ცოტა გაუმართლათ კიდეც და გაიმარჯვეს.

"დინამოდან" გოლები ფაბიო ბარალდიმ (2), გიორგი მაგრაქველიძემ (3), ბორის ვაპენსკიმ (2), ანდრია ბითაძემ (2) და ხვიჩა ჯახაიამ გაიტანეს.

სამწუხაროდ, "დინამომ" ტურნირზე მეექვსე შეხვედრაც წააგო და 14 დეკემბერს იტალიაში "პრო-რეკოს" დაუპირისპირდება.

altისტორიული გამარჯვების მოლოდინში - თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე "ჰანოვერს" მასპინძლობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული