გადამწყვეტი მატჩი რუსეთთან - ქართველი წყალბურთელები საუკეთესო 8 გუნდს შორის მოსახვედრად იბრძოლებენ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/georgianaquaticsportsnationalfederation/

დღეს, 20 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 მატჩს გამართავს და რუსეთის გუნდს დაუპირისპირდება.

ჯგუფში ჩატარებული 3 შეხვედრიდან ქართველმა წყალბურთელებმა 1 მოიგეს და 2-ში დამარცხდნენ. პირველ მატჩში საფრანგეთი 9:7 დავამარცხეთ, მეორე თამაშში საბერძნეთთან 10:17 დავმარცხდით და ბოლო დაპირისპირება იტალიასთან დავთმეთ - 6:18.

1 მოგება საკმარისი გახლდათ 12 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად, ხოლო დღევანდელი მატჩი გადაწყვეტს, საქართველოს ნაკრები მე-9-მე-12 ადგილებისთვის ითამაშებს თუ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.

რუსეთის გუნდის ძლევის შემთხვევაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ისტორიაში პირველად,
ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავა, მარცხის შემთხვევაში კი, მე-9-მე-12 ადგილებისთვის ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირა. აქამდე მე-13 ადგილზე მაღალი პოზიცია არ გვქონია.

რუსეთის ნაკრებთან მატჩი დღეს, 20 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გამარჯვება საქართველოს ნაკრებს.ცოტა იღბალი და ყველაფერი კარგად იქნება
გია
14:15 20-01-2020
0
წარმატები ბიდჭებს რუსეთათან იმედია მოვუგებთ რუსებს
გიგი
13:31 20-01-2020
0

სიახლეები პოპულარული