წყალბურთში ევროპის 2022-ის შესარჩევ ეტაპს, B ჯგუფში თბილისი მასპინძლობს და პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 25:5 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან 6 გოლი ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა, ოთხი ბორის ვაპენსკიმ, ხოლო სამი მარკო ელაჩამ.
ჯგუფში აგრეთვე პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები ასპარეზობენ და ოთხი გუნდიდან 2 საუკეთესო გავა. დღეს პოლონეთმა სლოვაკეთს 25:6 სძლია.
19 თებერვალს დეიან სტანოიევიჩის გუნდი პოლონეთს შეხვდება.
ევროპირველობა 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება და საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობის კარგი შანსი აქვს.