საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთიც დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში სლოვაკეთი 18:16 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ გავიდა.

ჩვენი გუნდიდან 3 გოლი ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა, 2-2 დუშან ვაშიჩმა, ვალიკო დადვანმა, მარკო ელაჩამ, იოვან სარიჩმა, ფაბიო ბარალდიმ და ბორის ვაპენსკიმ, თითო კი ანდრია ბითაძემ, რევაზ იმნაიშვილმა და გიორგი მაგრაქველიძემ.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელარუსს 25:5, მეორეში პოლონეთს 22:1 სძლია, დღეს სლოვაკეთიც დაამარცხა და B ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

ევროპირველობა 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს ნაკრებია თუ იუგოსლავიის…
Musenbezi
21:21 20-02-2022
7
Musenbezi საღოლ კარგად გამაცინე

იუგოსლავიის ნაკრები ))))
Toti
22:13 20-02-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული