სალუქვაძემ წარუმატებლად ისროლა და ფინალში ვერ მოხვდა
AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტიდან სროლის მეორე დთეს, ნინო სალუქვაძემ 578 ქულა დააგროვა და 25-ე ადგილზე გავიდა, რაც ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველი დღის შემდეგ ქართველი სპორტსმენი მე-7 ადგილს იკავებდა.
შეგახსენებთ, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობდა და 3-გზის მედალოსანია.
ნინო თან ფედერაციას ხელმძღვანელობს და თან ვარჯიშობს.რა თქმა უნდა ძალიან ძნელია და ნერვულ სისტემასაც მეტად ღლის.სხვა შემთხვევაში მჯერა,რომ გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწევდა.ასე თუ ისე,ნინო სალუქვაძემ თავისთვის მეცხრე ოლიმპიადაზე,ორი ლიცენზია მაინც დაიმსახურა და რა თქმა უნდა ესეც დიდი მიღწევაა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.