53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი

AutoSharing Option
გრანადაში (ესპანეთი) მიმდინარე დიდ პრიზზე (ISSF Grand Prix 2022) ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულმა ტყვიის მსროლელმა, ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ, კაკო მოსულიშვილთან ერთად, შერეულ წყვილებში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს ფინალში სერბების - ზორანა არუნოვიჩისა და დამირ მიკეს წყვილთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა და მცირედით, ერთი ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

სერბულმა წყვილმა 574 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, სალუქვაძე/მოსულიშვილმა 573 ქულით - მეორე.

ერთი დღით ადრე, 22 მაისს, ნინო სალუქვაძემ პნევმატური იარაღიდან პირად პირველობაშიც იასპარეზა და
მე-12 ადგილი დაიკავა.

გრანადას დიდ პრიზზე საქართველო ასევე წარმოდგენილია კაცთა ნაკრებით. ჩვენი სამეულიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ყველაზე უკეთ ცოტნე მაჭავარიანი გამოვიდა - 578 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა. ლევან ქადაგიძე 572 ქულით მე-14 იყო, ხოლო კაკო მოსულიშვილი 569 ქულით - მე-16.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს

altნინო სალუქვაძე ოლიმპიადაზე ფინალურ ზონაშია

მკითხველის კომენტარები / 4 /
მთავარია ახლა ქალბატონმა ნინომ კიდევ მორიგ ოლიმპიურ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.
ჯუჯი
10:32 24-05-2022
0
ალბათ დროა დაახლოებით მაინც დავითვალოთ ნინოს მიერ გასროლილი ვაზნების რაოდენობა და შედეგი გინესის რეკორდების წიგნში შესატანად გავაგზავნოთ. ვფიქრობ ამდენი ვაზნა კაცობრიობის ისტორიაში არავის არ ექნება გასტოლილი.
ჟორა გაბრიჭიძე
15:23 24-05-2022
0

სიახლეები პოპულარული