იმის გამო, რომ ბარსელონაში წვიმას არ პროგნოზირებდნენ, ტესტების მეოთხე დღეს ტრასა ხელოვნურად დაასველეს. რვა ცისტერნა წყალი ღამით დაასხეს ტრეკზე და გუშინდელი სესიის დაწყების წინ, ტრასის მდგომარეობა სავსებით შეესაბამებოდა წვიმიან საბურავებს.
"მერსედესმა" დილით ვერ შეძლო ტრასაზე გასვლა
დროის გასვლასთან ერთად, ტრასა თანდათან გაშრა და გუნდები საშუალედო საბურავებზე გადავიდნენ, ბოლო ორი საათი კი "სლიკებით" მუშაობდნენ. ეს მონაკვეთი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა.
მეოთხე დღეს წრეზე საუკეთესო დრო კიმი რაიკონენმა აჩვენა - მან "სოფტის" საბურავით წუთი და 20.872 წამი დააფიქსირა. ოთხი დღის განმავლობაში, ფინელმა ორჯერ შეძლო საუკეთესო დროის ჩვენება.
ტესტების პირველი კვირა დასრულებულია. მომავალ კვირას, კერძოდ, სამშაბათს, გუნდები ისევ ბარსელონაში გააგრძელებენ მუშაობას.
IV დღე
1. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1.20,872 (93 წრე)
2. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) +0,897 (85)
3. ჯოლიონ პალმერი (რენო) +0,906 (39)
4. რომენ გროსჟანი (ჰაასი) +1,437 (118)
5. ანტონიო ჯოვინაცი (ზაუბერი) +1,529 (84)
6. სერხიო პერესი (ფორს ინდია) +1,662 (82)
7. სტოფელ ვანდორნი (მაკლარენი) +1,704 (67)
8. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) +2,571 (68)
9. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) +4,102 (51)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"