ფორმულა 1. ტესტები კიმი რაიკონენმა დახურა

AutoSharing Option
ბარსელონას ავტოდრომზე წინასასეზონო ტესტების პირველი სესია დასრულდა. გუშინ, საინტერესო დღე იყო. იმის გამო, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, გუნდები ფართო საბურავებზე გადადიან, აგრეთვე ბევრი კრიტიკა ისმოდა "პირელის" წვიმის საბურავების გამო, ეს კომპანია მოელაპარაკა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას იმის შესახებ, რომ ტესტების ერთი დღე "წვიმიანი" ყოფილიყო.

იმის გამო, რომ ბარსელონაში წვიმას არ პროგნოზირებდნენ, ტესტების მეოთხე დღეს ტრასა ხელოვნურად დაასველეს. რვა ცისტერნა წყალი ღამით დაასხეს ტრეკზე და გუშინდელი სესიის დაწყების წინ, ტრასის მდგომარეობა სავსებით შეესაბამებოდა წვიმიან საბურავებს.

"მერსედესმა" დილით ვერ შეძლო ტრასაზე გასვლა
"ელექტრობასთან" დაკავშირებული პრობლემების გამო. საჭესთან ლუის ჰემილტონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რემონტი გვიან დასრულდა და ბრიტანელს გუშინდელი დღეს გაუცდა. პაუზის შემდეგ, ტრასაზე ვალტერი ბოტასი გავიდა.

დროის გასვლასთან ერთად, ტრასა თანდათან გაშრა და გუნდები საშუალედო საბურავებზე გადავიდნენ, ბოლო ორი საათი კი "სლიკებით" მუშაობდნენ. ეს მონაკვეთი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა.

მეოთხე დღეს წრეზე საუკეთესო დრო კიმი რაიკონენმა აჩვენა - მან "სოფტის" საბურავით წუთი და 20.872 წამი დააფიქსირა. ოთხი დღის განმავლობაში, ფინელმა ორჯერ შეძლო საუკეთესო დროის ჩვენება.

ტესტების პირველი კვირა დასრულებულია. მომავალ კვირას, კერძოდ, სამშაბათს, გუნდები ისევ ბარსელონაში გააგრძელებენ მუშაობას.

IV დღე
1. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1.20,872 (93 წრე)
2. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) +0,897 (85)
3. ჯოლიონ პალმერი (რენო) +0,906 (39)
4. რომენ გროსჟანი (ჰაასი) +1,437 (118)
5. ანტონიო ჯოვინაცი (ზაუბერი) +1,529 (84)
6. სერხიო პერესი (ფორს ინდია) +1,662 (82)
7. სტოფელ ვანდორნი (მაკლარენი) +1,704 (67)
8. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) +2,571 (68)
9. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) +4,102 (51)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული