ფორმულა 1: რაიკონენის ჰეთ თრიკი

AutoSharing Option
ტურინში "იუვენტუსის" საფეხბურთო მოედანზე გაიმართა საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი პროექტ Partita del Cuore-ის ("გულის მატჩი") რანგში. ღონისძიების მიზანი იყო - თანხის შეგროვება ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის ფონდისთვის. ორგანიზატორებმა დაახლოებით 2.5 მილიონი ევრო მოიზიდეს.

მატჩში მონაწილეობა მიიღეს ფორმულა 1-ის პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა, კიმი რაიკონენმა და ანტონიო ჯოვინაციმ. კიმი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა - "ფერარის" ფინელმა პილოტმა სამი გოლი გაიტანა იმ გუნდის კარში, რომლის რიგებში თამაშობდა ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო.

მატჩი უხვგოლიანი აღმოჩნდა და 5:5 დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული