კვიატი იმ შემთხვევაში დაიკავებს ავსტრალიელი პილოტის ადგილს "ტორო როსოში", თუ მარკ უებერი ვადაზე ადრე, აბუ დაბის გრანპრის შემდეგ დატოვებს "რედ ბულს". როგორც ცნობილია, 2014 წელს "რედ ბულის" რიგებში უებერს სწორედ რიკარდო შეცვლის.
"ტორო როსომ" ადრე გამოაცხადა, რომ 19 წლის რუსი პილოტი აშშ-ისა (17 ნოემბერი) და ბრაზილიის (24 ნოემბერი) გრანპრიზე პარასკევის თავისუფალ პრაქტიკაში მიიღებს მონაწილეობას.
"ტორო
დიდ ცირკში დოპინგი არ არის
ფორმულა 1-ის ყოფილმა ექიმმა ჰარი ჰარტშტეინმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სამეფო რბოლებშიც" იყენებენ დოპინგს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ანტისადოპინგო სააგენტოს თავმჯდომარემ მარკ სანსონმა განაცხადა: "მრავალი წლის განმავლობაში პილოტები იღებდნენ ტაკრინს - პრეპარატს, რომელსაც გამოიყენებენ ისეთი ავადმყოფობის მკურნალობისთვის, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება. პილოტებს ეს პრეპარატი ტრასის უკეთ დამახსოვრებისთვის სჭირდებათ".
ჰარტშტეინის თქმით, სანსონის კომენტარი - ეს არის უმეცარი ადამიანის ნათქვამი, რომელსაც ასეთი ხერხით სურდა გაზეთების ფურცლებზე მოხვედრა. ტაკრინი არასოდეს შედიოდა აკრძალული პრეპარატების სიაში.
ამასთან, ჰარტშტეინს მაინც ეპარება ეჭვი იმაში, რომ პილოტებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ტაკრინი.
"ამ პრეპარატს უამრავი უკუჩვენება აქვს. თქვენ შეგიძლიათ უფრო სწრაფი გახდეთ, მაგრამ სიკვდილის დიდი შანსიც არსებობს. ეს არ არის დოპინგი, მაგრამ მისი მიღება დიდი სისულელეა", - ამბობს ჰარტშტეინი "მოტორსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
დომენიკალი: ალონსოსთან კონფლიქტი არ არსებობს
"ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ აღნიშნა: მას არანაირი კონფლიქტი არ აქვს ფერნანდო ალონსოსთან. მისი სიტყვებით, გუნდის მთავარი ამოცანა კვლავინდებურად ერთია - მოგება.
"შესაძლოა, თქვენ გსურთ ჩვენ შორის გარკვეული კონფლიქტის ხილვა, მაგრამ, ვფიქრობ, დროა უკვე, შეწყვიტონ ყველანაირი ლაპარაკი იმაზე, რომ ალონსოს ყველაფერი წესრიგში არ აქვს, - მოჰყავს დომენიკალის სიტყვები იტალიურ პრესას. - სიმართლე გითხრათ, მე კონფლიქტის ნიშნებს ვერ ვხედავ. ეს ჩემი პირადი აზრია და მიმაჩნია, რომ ფერნანდოც ასე ფიქრობს. ჩვენი მოტივაცია და გამარჯვებისკენ სწრაფვა ძველებურია. გამარჯვება - აი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი".
გროსჟანი ლოტუსში დარჩება
"ლოტუსის" შეფმა ერიკ ბულიემ აღნიშნა, რომ გუნდმა შეათანხმა თავის ამჟამინდელ პილოტთან, რომენ გროსჟანთან ახალი კონტრაქტის ყველა დეტალი. მისი სიტყვებით, ფრანგი აუცილებლად დარჩება გუნდში მომავალი სეზონისთვის.
"ჩვენ უკვე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, - ამბობს ბულიე. - ყველაფერი წესრიგშია. გროსჟანი რჩება გუნდში მომავალი წლისთვის. დარჩენილია მხოლოდ ხელმძღვანელობის მხრიდან დადასტურება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოთხგზის ფეტელი - სებასტიანი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია!