ფორმულა 1: ლუის ჰემილტონის "დრიმ თიმი"

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტებმა საზაფხულო პაუზის დროს, "დიდი ცირკის" პილოტებსა და გავლენიან პირებს საკუთარი "ოცნების გუნდის" შედგენა სთხოვეს. მათ უნდა დაესახელებინათ სხვადასხვა წლების ორი საუკეთესო პილოტი, გუნდის საუკეთესო ხელმძღვანელი და საუკეთესო მანქანა.

აი, როგორი არჩევანი გააკეთა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა.

პილოტები
აირტონ სენა. მსოფლიოს ჩემპიონი - 1988, 1990, 1991. 41 მოგება, 80 პოდიუმი, 65 პოული.
დაუჯერებლად ნიჭიერი, ფანტასტიკურად ქარიზმატული და უმოწყალოდ კონკურენტუნარიანი. ბევრს სენა ყველა დროის საუკეთესო პილოტად მიაჩნია. 41 მოგება და 65 პოული თავისთავად ლაპარაკობს ყველაფერზე, მაგრამ
სენას მემკვიდრეობა სცილდება სტატისტიკის ფარგლებს.

ხუან-მანუელ ფანხიო. მსოფლიოს ჩემპიონი - 1951, 1954, 1955, 1956, 1957. 24 მოგება, 35 პოდიუმი, 29 პოული.

ფორმულა 1-ის ისტორია დაიწყო რეკორდით, რომლის გაუმჯობესება დიდი ხანი ვერავინ შეძლო. შვიდი სრულფასოვანი სეზონის განმავლობაში, ფანხიომ მოიგო ხუთი საჩემპიონო ტიტული. გამოავლინა დაუჯერებელი ოსტატობა და სიმამაცე.

გუნდის ხელმძღვანელი
ბერნი ექლსტოუნი. 1958 წელს, ბერნიმ ორჯერ თავად სცადა Connaught-ის ბოლიდით სტარტზე გასვლა, მაგრამ მალე შეეშვა პილოტირებას და იოხენ რინდტის მენეჯერი გახდა. 1972 წელს კი შეიძინა საჯინიბო Brabham, რომელთან ერთადაც ჩემპიონის ტიტულამდე მივიდა. ბერნი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, შემდეგ კონსტრუქტორთა ასოციაციის დირექტორი გახდა, ბოლოს კი მთლიანად ფორმულა 1 ჩაიბარა.

ბოლიდი
McLaren-Honda MP4/4. მანქანა შეიმუშავეს სტივ ნიკოლისა და გორდონ მარის ხელმძღვანელობით. სიმძიმის დაბალი ცენტრი, რთული უკანა დაკიდება და "ჰონდას" მძლავრი ძრავა ჩემპიონატში დომინირების გარანტია გახდა. ტიტულისთვის ბრძოლაში, აირტონ სენამ და ალენ პროსტმა ერთად მოიპოვეს 15 პოული, 15 გამარჯვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული