ფორმულა 1. ტესტები: უცნაური ამბები

AutoSharing Option
წინასასეზონო ტესტების მესამე დღემ მოულოდნელი შედეგები მოიტანა. წინა ორ დღეს, ინდურ საჯინიბოს "ფორს ინდიას" აშკარა პროგრესი ეტყობოდა, მაგრამ, ამჯერად, ეს გუნდი კიდევ უფრო შორს წავიდა და საუკეთესო დრო აჩვენა.

"ფორს ინდიას" პილოტმა ნიკო ჰიულკენბერგმა ჯერ კიდევ დილის სესიაში აჯობა ყველას, დღის მეორე ნახევარში კი ორი წამით გააუმჯობესა საკუთარი შედეგი და მესამე დღე ასეთი დროით მოიგო - 1.23,110. ეს ორი მეათედი წამით უარესია იმ დროზე, რომელიც წინა დღეს "ფერარის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა.

კიდევ ერთი სენსაციის ავტორი გახდა რომენ გროსჟანი -
ახალი გუნდის "ჰაასის" ფრანგმა პილოტმა საბოლოო ოქმში მეორე ადგილი დაიკავა! თუმცა ჰიულკენბერგთან გროსჟანმა ძალიან ბევრი - 2.7 წამი წააგო.

მესამე იყო "ფერარის" წევრი კიმი რაიკონენი. მან დილით ბევრი დრო დაკარგა ტექნიკური პრობლემების გამო და საბოლოოდ, მხოლოდ 76 წრე გაიარა.

"რენოს" პილოტი კევინ მაგნუსენი დილის სესიის შემდეგ მეორე იყო, მაგრამ საკუთარი შედეგი ვეღარ გააუმჯობესა და ოქმში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

მეხუთე გახდა ნიკო როსბერგი, რომელმაც დილით 74 წრე გაიარა. პაუზის შემდეგ, გერმანელი W07-ის საჭესთან ლუის ჰემილტონმა შეცვალა და მან მხოლოდ მერვე დრო აჩვენა, სამაგიეროდ, თანაგუნდელს წრეების რაოდენობით აჯობა - 88. თუმცა გავლილი დისტანციით "მერსედესი" არ ყოფილა აბსოლუტური ლიდერი, როგორც ეს წინა ორ დღეს იყო. ჰემილტონმა და როსბერგმა ერთად 162 წრე გაიარეს, იმ დროს, როცა "ტორო როსოს" პილოტმა კარლოს საინსმა მარტომ დაფარა 161 წრე.

III დღე
1. ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) 1.23,110 (99 წრე)
2. გროსჟანი (ჰაასი) +2,764 (82)
3. რაიკონენი (ფერარი) +2,867 (78)
4. მაგნუსენი (რენო) +2,904 (111)
5. როსბერგი (მერსედესი) +2,974 (74)
6. საინსი (ტორო როსო) +3,129 (161)
7. ნასრი (ზაუბერი) +3,282 (115)
8. ჰემილტონი (მერსედესი) +3,311 (88)
9. კვიატი (რედ ბული) +3,387 (74)
10. მასა (უილიამსი) +3,602 (109)
11. ბატონი (მაკლარენი) +3,809 (51)
12. ჰარიანტო (მანორი) +5,139 (78)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული